მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 18:07|bm.ge

თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში, AI წიგნიერების ეროვნული პროექტი იწყება. ამ ინიციატივით საქართველო იმ ქვეყნების რიგს უერთდება, რომლებმაც AI-ის სასკოლო პროგრამაში ინტეგრირება პირველებმა დაიწყეს.

AI წიგნიერების სასკოლო პროექტი საპილოტე პროგრამიდან ფართო დანერგვის ეტაპზე გადადის. პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა სკოლიდანვე ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოყენება სწავლისთვის, შემოქმედებისთვის და მომავალი საქმიანობისთვის.

„თიბისისთვის ახალი თაობის განათლების მხარდაჭერა გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის ნაწილია. იმისათვის, რომ თანამედროვე გლობალურ გარემოში ახალი თაობა უფრო კონკურენტუნარიანი იყოს ტექნოლოგიური ცოდნა და უნარები შეუცვლელი ინსტრუმენტია. სწორედ ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემა შევქმენით, რომლის მნიშვნელოვანი მიმართულებაა AI წიგნიერების განვითარება.

ბოლო ერთ წელიწადში GAIA-სთან პარტნიორობით 2500-ზე მეტ ახალგაზრდას მივეცით წვდომა თანამედროვე AI განათლებაზე. ეს მხოლოდ დასაწყისია. AI წიგნიერების ეროვნული პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები, ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ ხელოვნური ინტელექტის სწორად, ეფექტიანად და პასუხისმგებლიანად გამოყენებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ათასობით მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებს ტექნოლოგიურ განათლებას, რომელიც გვჯერა რომ დასაქმების შესაძლებლობად გადაიქცევა“ - ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.

2026 წლის პირველ ნახევარში პროგრამის საპილოტე ვერსია, 200-მდე მოსწავლის მონაწილეობით, საქართველოს 4 რეგიონის 12 სკოლაში ჩატარდა. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე განახლდა სასწავლო პროგრამა, გაკვეთილების მასალები და მასწავლებლების მომზადების მოდელი. 2026-2027 სასწავლო წლიდან კი ხელოვნური ინტელექტი სასკოლო პროგრამის ნაწილი ოფიციალურად გახდა და საჯარო სკოლებისთვის არჩევითი და კლასგარეშე საგნის ფორმატებით არის ხელმისაწვდომი.

2026-2027 სასწავლო წლის საორიენტაციო გეგმა პროგრამის გაფართოება 4 სხვადასხვა რეგიონის 30-მდე სკოლის 500-მდე მოსწავლის ჩართულობას ისახავს მიზნად. პარალელურად, მასწავლებლების მომზადების პროგრამაში დაგეგმილია 80-ზე მეტი პედაგოგის მიღება და გადამზადება. გრძელვადიანი მიზანია, AI წიგნიერების სწავლება ეტაპობრივად გახდეს ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით და სულ უფრო მეტ სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა, პროგრამა დამოუკიდებლად, საკუთარ მომზადებულ მასწავლებლებთან ერთად განახორციელოს.

“AI წიგნიერება ქვეყნის მომავალი კონკურენტუნარიანობის საკითხია. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ AI-ის გამოყენება სწავლისთვის, მუშაობისთვის და პრობლემების გადასაჭრელად, რადგან ეს უნარი შრომის ბაზარზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ ცოდნის სკოლიდანვე განვითარება ქმნის უფრო ძლიერ AI ტალანტების ბაზას და მომავალში უფრო პროდუქტიულ პროფესიონალებს”, - გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.

პროექტზე GAIA საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. შეიქმნა AI წიგნიერების კონსორციუმი, რომელიც პროექტის მასშტაბირებისა და გრძელვადიანი განვითარების მხარდამჭერ კერძო სექტორის პარტნიორებს და დონორებს გააერთიანებს. კონსორციუმის პირველი წევრები თიბისი, მასტერქარდი, თეგეტა და სელფი გახდნენ. პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი კი Google-ია, რომელიც მოსწავლეებს თავის წამყვან მოდელებზე წვდომას მისცემს.

თიბისისთვის განათლება ადამიანების განვითარებასა, ცხოვრების გამარტივებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალზე ზრუნვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ბრენდმა შექმნა საგანმანათლებლო ეკოსისტემა - თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია, პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ახალ მიმართულებებს და ამ გზით ხარისხიან განათლებას და თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნას ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერს გადაწყვეტილებით, იაღლუჯას მთის მასივზე იწყება მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომელიც შეეხება ათასობით ოჯახს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვინაიდან წლებია უკვე მოსახლეობა ითხოვს აღნიშნული მიწების დაკანონებას​რუსთავი 2
  • ისრაელში პოლიტიკური ცვლილებები იწყება — აიზენკოტი მთავრობის ფორმირებას აანონსებსფორმულა
  • აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებატვ პირველი
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
იწყება →

მსგავსი სტატიები

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

გიორგი გელაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

BM.GE

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი წლის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

ჰაკერებმა FBI-ის კრიმინალური ინფორმაციის ბაზა გატეხეს - CNN

BM.GE