მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

BM.GE29 მაისი, 2026, 15:13|bm.ge

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი - „იმპელ ვერდე“ შენდება. პროექტს დეველოპერული კომპანია „იმპელ დეველოპმენტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამის - მწვანე ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმის (GEFF) - ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მთავარი პარტნიორი თიბისია, რომელიც “იმპელ ვერდეს” 20.5 მილიონი ლარით აფინანსებს.

საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ერთ-ერთ განვითარებად უბანში, ვარკეთილში მდებარეობს და 32 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. პროექტი ექვს საცხოვრებელ ბლოკსა და კომერციულ სივრცეს აერთიანებს. “იმპელ ვერდეს” მნიშვნელოვანი ნაწილი - 10 000 კვადრატული მეტრი - რეკრეაციულ ზონებს ეთმობა, სადაც დაგეგმილია გამწვანებული სივრცეების, სპორტული და საბავშვო მოედნების, აუზისა და სხვა თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ერთ-ერთი მთავარი, რაც „იმპელ ვერდეს” გამოარჩევს - ენერგოეფექტურობაა. კომპანია მშენებლობაში თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს, რაც ხელს უწყობს ბინებში ტემპერატურის შენარჩუნებას და ამცირებს ენერგომოხმარებას. შედეგად, მობინადრეები კომუნალურ ხარჯებს დაახლოებით 40-60%-ით დაზოგავენ და ამ გზით გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას ამცირებენ.

სწორედ ენერგოეფექტურობა და მწვანე ინვესტიციების ხელშეწყობაა ეკონომიკის დაფინანსების მექანიზმის (GEFF) მიზანი. პროგრამა საქართველოში EBRD-თან ერთად, „მწვანე კლიმატის ფონდისა” და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივიას ფარგლებში, საქართველოში 25 მილიონ დოლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი. რაც ქვეყანაში ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი ინვესტიციების განხორციელებას უწყობს ხელს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE