მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 17:04|bm.ge

3 ოქტომბერს საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საერთაშორისო AI კონფერენციას „Crossroad AI“ ჩაატარებს, რომელიც ქართველ და უცხოელ AI პროფესიონალებს, ინჟინრებს, მკვლევრებს და ტექნოლოგიურ ლიდერებს გააერთიანებს.

თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და AI განათლების მთავარი მხარდამჭერი. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ს მხარდაჭერაც, კონფერენცია რომელიც ქმნის სივრცეს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი იქმნება.

წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემაა, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, მათ შორის დეველოპმენტს, პროდუქტების შექმნას და ზოგადად, კომპანიებში კორპორატიულ ფუნქციებს.

კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი წამყვანი AI კომპანიებიდან მიიღებს მონაწილეობას. სპიკერები გააზიარებენ რეალურ გამოცდილებას — რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.

მოწვეული სპიკერები იქნებიან წამყვანი საერთაშორისო კომპანიებიდან, როგორიცაა: Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.

• სარა მალდონი - AI ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი, Make • იან სმერჰოვსკი - GenAI Go-to-Market Lead, Google/Gemini • არნას მატიუკასი - AI ინჟინერი, Google • კინგა აშბოთი - უფროსი პროდუქტის მენეჯერი, YouTube • ევჟენ ვიბიტული - AI Fellow, Anthropic/Claude • ირაკლი სალია - AI Engineer, Hugging Face • ნათია კუხილავა - CTO, Helio AI • შოთა ელყანიშვილი - უფროსი ML ინჟინერი, ex Google, Microsoft, Pinterest • ანი ჯანელიძე - DataOps-ის ხელმძღვანელი, ElevenLabs • ბექა ზაქაიძე - დამფუძნებელი, SeekerClaw • ლევან ცინაძე - AI მკვლევარი, Maxin AI და სხვები.

კონფერენციას ორი Builders და Applied მიმართულება ექნება. Builders მიმართულებაზე განხილული იქნება AI-ზე დაფუძნებული დეველოპმენტი, AI აგენტები, ღია მოდელები, ხმოვანი AI, AI-enabled SDLC პროცესები და რეალურ პროდუქტებში AI-ის დანერგვა. Applied მიმართულებაზე კი სპიკერები ისაუბრებენ AI-ის გამოყენებაზე პროდუქტის მართვაში, ბიზნესპროცესებში და AI ტრანსფორმაციის მართვაზე ორგანიზაციებში. კონფერენციის ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის ჩატარდება პრაქტიკული ვორქშოფებიც.

ბილეთების შესაძენად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე. ახალი თიბისის ბარათით, ახალი თიბისის კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით ბილეთის შეძენისას მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლააიმედი
  • თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართაფორმულა
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

BM.GE

ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტი

ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტი

BM.GE

როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?

როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?

BM.GE

ეტნას ვულკანის ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა

ეტნას ვულკანის ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა

BM.GE