მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა

"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა

BM.GE14 მაისი, 2026, 20:42|bm.ge

თანამედროვე ციფრული სისტემები, კომფორტი, უსაფრთხოების მოწინავე გადაწყვეტები და მრავალფეროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ამ მოდელის სავიზიტო ბარათად იქცა - „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში მე-6 თაობის უახლესი RAV4 წარადგინა.

ახალი ავტომობილის წარდგენის ღონისძიება კახეთში, Hotel Meteo-ში გაიმართა, სადაც მომხმარებლებსა და პარტნიორ კომპანიებს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და მოთხოვნადი SUV ადგილზე გააცნეს. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ავტომობილი თავად გაეტესტათ და მისი მონაცემები შეეფასებინათ. ღონისძიებას თან სდევდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო უნიკალურსა და დასამახსოვრებელს ხდიდა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „Toyota RAV4 წლების განმავლობაში მომხმარებლებისა და პარტნიორების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი SUV მოდელია. მოხარულები ვართ, რომ მისი სრულიად ახალი, მე-6 თაობის წარდგენა სწორედ მათთან ერთად შევძელით. ეს ავტომობილი უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ განახლებული მოდელი. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, კომფორტსა და იმ თავისუფლების შეგრძნებას, რასაც RAV4 ყოველთვის ატარებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პრეზენტაციები მხოლოდ პროდუქტის წარდგენას არ ემსახურებოდეს. გვინდოდა, სტუმრებს რეალურად გამოეცადათ ახალი RAV4“.

ღონისძიების ცენტრალური მომენტი საღამოს ოფიციალური ნაწილი იყო, სადაც სტუმრებმა პირველად იხილეს მე-6 თაობის Toyota RAV4. პრეზენტაციაზე დეტალურად წარმოაჩინეს ავტომობილის განახლებული დიზაინი, თანამედროვე ინტერიერი და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებიც ახალ თაობას წინა მოდელისგან მკვეთრად განასხვავებს. ახალი მოდელი მორგებულია როგორც ქალაქის გზებზე, ისე ქალაქგარეთ სამოგზაუროდ.

ღონისძიება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა. მათ შორის, „თიბისი დაზღვევის“, „თიბისი ლიზინგის“, „ალდაგის“, „ჯიპიაი ჰოლდინგის“, „მეტროპოლის“, Bridgestone-ისა და „სარაჯიშვილის“.

მე-6 თაობის Toyota RAV4-ის წარდგენით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება მომხმარებლების მიმართ და ბაზარზე იმ მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც ბრენდს ათწლეულებია გამოარჩევს.

ახალი მოდელის შეკვეთა, ტესტდრაივის დაჯავშნა და RAV4-ის პოტენციალის ადგილზე გამოცდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია შესაძლებელი.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ზვიად გაბისონია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო - პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანიიმედი
  • ესპანეთის მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სეუტაში შექმნილ ვითარებას დაუყოვნებლივ უპასუხოს - პედრო სანჩესირუსთავი 2
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
სრულად →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE