
ტოკენიზაცია საქართველოსთვის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის ბერკეტია - ლევან ბოძაშვილის ანალიზი
კაპიტალის მობილიზება და სტრუქტურული ფინანსური ბარიერების გადალახვა თანამედროვე ეკოსისტემის უმთავრეს გამოწვევად რჩება. ტექნოლოგიური განვითარების ტემპის ზრდასთან ერთად იცვლება ბიზნესის პოტენციალის მარკერები და აქტივაციის გზები, პროცესების პარალელურად ტოკენიზაცია უკვე სცდება ტექნოლოგიური ექსპერიმენტების ფარგლებს და მასშტაბური საინვესტიციო ბაზრის ფუნდამენტური გარდატეხის ბერკეტებს ქმნის.
სწორედ ამ გლობალურ ტექნოლოგიურ პერსპექტივაზე და ახალი ეკოსისტემის პოტენციალზე საუბრობს ლევან ბოძაშვილი -ტოკენიზაციის სფეროს წამყვანი გლობალური სტრატეგი და მრჩეველი, 2018 წლიდან მისი საქმიანობა აქტიურად უკავშირდება მაღალი ტექნოლოგიების, ბლოკჩეინის, ხელოვნური ინტელექტის (AI), ტოკენიზაციისა და თანმდევი სამართლებრივ-ტექნოლოგიურ მიმართულებას; ის საწყის ეტაპიდანვე ჩაერთო ამ მიმართულებების განვითარებისა და იმპლემენტაციის პროცესებში, არის ტექნოლოგიური განვითარების დანერგვაზე ორიენტირებული ისეთი სახელმწიფოების სამთავრობო გუნდის მრჩეველი, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი, შვეიცარია,
ბოძაშვილის ხედვით, ტოკენიზაციამ შესაძლოა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ახალი მოდელები შექმნას და აქტივის ფლობა უფრო ფართო საინვესტიციო წრისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. მისი თქმით, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება შესაძლოა ტოკენიზაციის გამოყენების ერთ-ერთ გარდამტეხ მაგალითად განიხილებოდეს - მოქალაქეებისთვის პროექტში ინვესტირების შესაძლებლობის შექმნის გზით
„ტოკენიზაციის ერთ-ერთი მთავარი ეფექტი არის ბიზნესის, ინვესტირების მასობრიობა. განვიხილოთ ტოკენიზაცია კონკრეტულ მაგალითზე. ცოტა ხნის წინ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება დიდწილად ქართული მონაწილეობით. ვფიქრობ , ეს სწორი გადაწყვეტილებაა და სავსებით შესაძლებელია მისი დაფინანსება დიდწილად შიდა ეროვნული რესურსებით განხორციელდეს ,ტოკენიზაციის პროცესის მეშვეობით“, - ამბობს ბოძაშვილი.
მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებს პროექტში მხოლოდ მომხმარებლის ან ირიბად დაინტერესებული მხარის სტატუსი კი არ ექნებოდათ, არამედ ისინი პორტის გარკვეული წილის მფლობელები გახდებოდნენ.
„ეს გულისხმობს ანაკლიის პორტის გარკვეული წილობის ტოკენიზაციის გზით მოქალაქეებისთვის უფლების მიცემას, მონაწილეობა მიიღონ ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში როგორც ინვესტორებმა. ასეთ შემთხვევაში მონაწილე მოქალაქე ინვესტორი ხდება ანაკლიის პორტის მეწილე და მოიპოვებს უფლებას, წინასწარ სახელმწიფოს მიერ დადგენილი მარჟით მიიღოს დივიდენდი პორტის შემოსავლებიდან მანამ, სანამ პორტი იარსებებს. ტოკენიზებული მფლობელი მოქალაქეები შეძლებენ ეს ყველაფერი მემკვიდრეობით გადასცენ თავიანთ შთამომავლებს“, - აღნიშნავს ბოძაშვილი
ბოძაშვილი ანაკლიის მაგალითზე აღწერს ტოკენიზაციას როგორც კაპიტალის მოზიდვის დამატებით ინსტრუმენის პოტენციალს, მათ შორის ეროვნული ინტერესების მატრარებელ ობიეტქბზე მისი თქმით, ტექნოლოგიის გამოყენება ანაკლიის პორტით მაგალითის ანალოგით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა მსხვილ პროექტებსა და ეროვნულ ინდუსტრიებზეც
“ ტოკენიზაციის პროცესის უპირატესობები ასევ შესაძლებელი გამოყენებულ იქნეს სხვა ეროვნულ ინდუსტრიებსა თუ ეროვული ინტერესების მაგარებელ პროექტებზე . ეს ეხება ღვინის ინდუსტრიასაც, რომელსაც ძალიან სჭირდება კაპიტალი მარკეტინგული კონკურენციის გასაწევად სხვა ქვეყნების ღვინოებისთვის“, - განმარტავს ბოძაშვილი
ბოძაშვილი აღნიშნავს, რომ ტოკენიზაციის პოტენციალზე 2018 წლიდან საუბრობს - იმ დროდან, როდესაც ეს სფერო მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების ენთუზიასტთა წრეს მიეკუთვნებოდა და ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული როგორც მასშტაბური საინვესტიციო ინსტრუმენტი.
„ტოკენიზაციაზე საჯარო საუბარი 2018 წლიდან დავიწყე საქართველოში. ეს ის პერიოდია, როდესაც მარტივმა დაურეგულირებელმა კოინ შეთავაზებებმა საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა ინდივიდუალურ ინვესტორებს ამერიკასა და სხვა ქვეყნებში 2015-2016 წლებში. ამდენად, 2017 წლიდან სახელმწიფოებმა დაიწყეს მსგავსი შეთავაზებების რეგულირება, რათა დაცული ყოფილიყო ინვესტორთა ინტერესები“, ასეთი რეგულაციების მიღების შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა მკაფიო იუდიული ჩარჩოს დადგენა, ტოკენთა გამომშვებების სანდოობის შემოწმება, ლიკვიდურობის ხარისხისა და შესათავაზებელი ფორმატების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. დღეს თითქმის აღარ დარჩა სახელმწიფო რომელსაც ასეთი კანონმდებლობა მცირე ფორმით მაინც არ ჰქონდეს.“ - აღნიშნავს ბოძაშვილი.
მისი შეფასებით, რეგულირების განვითარებამ ტოკენიზაციისთვის უფრო მკაფიო სამართლებრივი გარემოს შექმნას შეუწყო ხელი. ბოძაშვილი ამასთან ხაზს უსვამს, რომ ტოკენიზაცია კრიპტო ბიზნესთან არ უნდა გაიგივდეს.
„ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის კრიპტო რეგულირების სფერო და ტოკენიზაცია მისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე არ არის კრიპტო ბიზნესი“, - ამბობს იგი.
რას ნიშნავს ტოკენიზაცია
ლევან ბოძაშვილის განმარტებით, ტოკენიზაცია აქტივთან დაკავშირებული საკუთრებისა და სხვა უფლებების ბლოკჩეინზე გადატანაა. მისი აზრით, ტექნოლოგიის მთავარი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციულ აქტივებს შეიძლება ახალი, ციფრული საინვესტიციო ფორმა მიეცეს.
„მარტივად რომ ვთქვათ, ტოკენიზაცია არის აქტივის საკუთრების, განკარგვის, ფლობის, ყიდვა-გაყიდვის, გასხვისების და სხვა უფლებების გადატანა ბლოკჩეინზე სპეციალური ხასიათის ტოკენების მეშვეობით. ერთგვარი აქციების გამოშვება ბლოკჩეინის მეშვეობით. ტოკენიზაცია არ არის ცალკე აღებული ტექნოლოგია, ის არის ბიზნესპროცესი ბლოკჩეინზე“, - განმარტავს ბოძაშვილი.
მისი შეფასებით, ტოკენიზაციის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ეფექტი კაპიტალზე წვდომის გაფართოებაა. თუ აქტივის ფლობა შესაძლებელია მცირე ნაწილებად, ინვესტორისთვის შესვლის ბარიერიც შეიძლება შემცირდეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ტოკენიზაცია აფართოებს ბიზნესს ყიდვა-გაყიდვის პროცესის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით და, მეორე, მნიშვნელოვნად ხელს უწყობს კაპიტალის ბრუნვის, ინვესტირების არეალის გაზრდას გლობალურად“, - ამბობს ის.
უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ლოგისტიკა
ბოძაშვილის აზრით, ტოკენიზაციის გამოყენება განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს მაღალი ღირებულებისა და სტაბილური შემოსავლის მქონე აქტივებში. მათ შორის ის ასახელებს უძრავ ქონებას, ენერგეტიკას, გადაზიდვებს, საპორტო ბიზნესს, ოქროს, ობლიგაციებსა და სხვა ფინანსურ პროდუქტებს.
„რა თქმა უნდა, თეორიულად და ტექნიკურად ყველა ტიპის აქტივის ტოკენიზება შეიძლება, თუმცა აქტივების გარკვეულ სახეებზე ის განსაკუთრებით ეფექტურია. ასეთი აქტივებია მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, როგორიცაა უძრავი ქონება, ენერგეტიკა, გადაზიდვები და საპორტო ბიზნესი, ოქრო, ბონდები და საფინანსო პროდუქტები, გადარიცხვები და სესხები, პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც ტრადიციულ ბაზარზე აქვს მოთხოვნა და აგენერირებს სტაბილურ შემოსავალს“, - აღნიშნავს იგი.
მისი თქმით, ტოკენიზაცია ასევე ამარტივებს აქტივების ფრაქციულ გაყიდვასა და მეორადი ბაზრის შექმნას.
„ტოკენიზაცია ასევე ძალიან ეფექტიანია მეორადი ბაზრის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ფრაქციული, ნაწილობრივი გაყიდვების გასამარტივებლად, დივიდენდების ავტომატურად გასანაწილებლად. მაგალითად, უძრავი ქონების შემთხვევაში ის ძალიან კარგად მუშაობს როგორც წილობრივი, ფრაქციული გაყიდვების თვალსაზრისით, ასევე ეფექტურია ინვესტირების მოსაზიდად სხვადასხვა ბაზრიდან, საბაზრო არეალის გასაზრდელად . ტოკენიზაცია განსაკუთრებით ეფექტიანია ,მათ შორის, პროექტების საწყის ეტაპზეც - დასაფაინანსების პირველადი ნაკადის მოსაპოვებლად, საბანკო სესხების ჩასანაცვლების კუთხით. ზოგადად, ტოკენიზაცია არის კაპიტალის ბაზარზე შეტანის მოქნილი და მაღალეფექტური საშუალება. “, - ამბობს ბოძაშვილი.
რატომ გაიზარდა ინტერესი ახლა
ბოძაშვილის შეფასებით, ტოკენიზაციის მიმართ გლობალური ინტერესი განსაკუთრებით 2025 წლიდან გაიზარდა. მისი თქმით, ტექნოლოგიის დანერგვაზე უკვე მუშაობენ მსხვილი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანიები.
„2025 წლიდან ტოკენიზაციის პირდაპირი ბუმი გვაქვს მსოფლიოში. ვერ იპოვით ვერც ერთ მსხვილ ფინანსურ, საბანკო, სავაჭრო თუ სხვა ტიპის კომპანიას, რომელიც არ ახორციელებდეს ტოკენიზაციის დანერგვას საკუთარ სერვისებსა თუ აქტივებში“, - ამბობს ბოძაშვილი.
მისი ხედვით, ეს ტენდენცია ტოკენიზაციას ტექნოლოგიური ექსპერიმენტიდან უკვე ხისტი ბარიერების გვერდით ავლით, მაღალეფექტურ და დაცულ ბიზნეს ინსტრუმენტად აქცევს.
ლევან ბოძაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის დღეს განსაკუტრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულების სამართლებრივი და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მოკლედ დროში განვითარება.
„ერთია, რომ არსებობდეს სახელმწიფოს ნება, განხორციელდეს მსხვილი სტრატეგიები, და მეორეა, რომ შეიქმნას მიმზიდველი და ფუნქციონირებადი სამართლებრივი და ტექნოლოგიური ეკოსისტემა. ამ სამი ფაქტორის გარეშე შეუძლებელია ბაზარი გახდეს მიმზიდველი და ტოკენიზაცია იყოს ეფექტური. სამივე ფაქტორი ამ ეტაპზე სახეზეა ქვეყანაში
ამ მიმართულებით პირადადაც ვცდილობ გარკვეული წვლილის შეტანას, დახმარებას , პროცესების კატალიზებას და არაერთი მსხვილი გლობალური კომპანიაც შემოვიყვანე ქვეყანაში, და ეს პროცესი გრძელდება დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე მოლაპარაკება რომელიც ამ მიმართულებით მორიგი მსხვილი აქტორის საქართველოში შემოყვანას ისახავს მიზნად. მკაფიოდ მესმის ამ პროცესის პოტენციალი , ჩემი გამოცდილება და იმ ქყვენების მაგალითები სადაც ჩემი ჩართულობით იქნა კატალიზირებული ტოკენიზაციის ფართო იმპლემენტაცია მაძლევს დარწმუნებას ,რომ საქართველოსთვის ეს გლობალური ეკოსისტემაში ძლიერი პოზიციით ინტეგრირების ბერკეტია “, - აცხადებს ბოძაშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge