მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა
ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

ტოკიოში ძილის შეჯიბრება ჩატარდა - საუკეთესო მონაწილეს 2 მილიონი იენი გადაეცა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 04:05|bm.ge

მატრასების მწარმოებელმა კომპანიამ ძილის შეჯიბრება გამართა ქრონიკულად გამოუძინებელი მოქალაქეებისთვის ქვეყანაში, სადაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ჩვეულებრივი მოვლენაა. გამარჯვებული გახდა ის, ვისაც ყველაზე სწრაფად და ღრმად ჩაეძინა.

მონაწილეებს შორის იყვნენ თვითგამოცხადებული "პროფესიონალი მძინარეებიც", რომლებიც მოსადუნებლად, წასაძინებლად და 2 მილიონი იენის (დაახლოებით 14 000 აშშ დოლარი) მოსაგებად მოვიდნენ.

კონკურსი სახელწოდებით "Matt Race" ტოკიოში 5 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ათობით მონაწილე 90 წუთის განმავლობაში ცდილობდა დაძინებას. შეჯიბრების განმავლობაში კონკურსანტები კომფორტულ მატრასებზე იწვნენ, თავზე კი ძილის მონიტორინგის სპეციალური მოწყობილობები ჰქონდათ მიმაგრებული. დიდ დარბაზში სრულფასოვანი ძილისთვის შესაფერისი პირობები იყო შექმნილი: განათება ჩააქრეს, ზოგიერთ მონაწილეს კი ხელში საყვარელი რბილი სათამაშოც ეჭირა.

მიმაგრებული მოწყობილობები აღრიცხავდა, რამდენად სწრაფად ჩაეძინათ მონაწილეებს და რამდენად ღრმა იყო ძილის ფაზა.

"იაპონიას ხშირად ახასიათებენ როგორც ქვეყანას, რომელიც ძილის ქრონიკული დეფიციტით იტანჯება, აქ ხალხი ძალიან ბეჯითია. ამგვარი ღონისძიებით, ვფიქრობ, შევძლებთ ადამიანები დავაძინოთ და ძილისადმი ინტერესი გავაღვივოთ", - განაცხადა ორგანიზატორი კომპანია Koala Sleep Japan-ის კრეატიულმა დირექტორმა რიიჩირო ნაკამამ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2021 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის 38 წევრ ქვეყანას შორის იაპონელებს ყველაზე ცოტა ნაკლებს სძინავთ - მათი ძილის საშუალო ხანგრძლივობა დღეში 7 საათსა და 24 წუთს შეადგენდა.

ხანგრძლივი სამუშაო დღე, სამსახურამდე დიდი მანძილით მგზავრობა და დატვირთულ ღამის ცხოვრებაზე დამოკიდებული ეკონომიკა იმის მთავარი მიზეზებია, რის გამოც იაპონიის მოქალაქეები დასვენებას ნაკლებ დროს უთმობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პენსიონერი ქალი, რომლის გამოსახლებამაც ესპანეთში ვადამდელ არჩევნებს დაუდო საფუძველი, გარდაიცვალა

პენსიონერი ქალი, რომლის გამოსახლებამაც ესპანეთში ვადამდელ არჩევნებს დაუდო საფუძველი, გარდაიცვალა

BM.GE

50 საუკეთესო ბარი მსოფლიოში - 2026 წლის რეიტინგი

50 საუკეთესო ბარი მსოფლიოში - 2026 წლის რეიტინგი

BM.GE

რა ღირს საწვავი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში?

რა ღირს საწვავი კავკასიის რეგიონის ქვეყნებში?

BM.GE

IOC-მა 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატებისთვის ვადა დააწესა

IOC-მა 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატებისთვის ვადა დააწესა

BM.GE