მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TOP-ინვესტორი ქვეყანა, გაზრდილი ვაჭრობა, ტურიზმი, გზავნილები - როგორია ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები?
TOP-ინვესტორი ქვეყანა, გაზრდილი ვაჭრობა, ტურიზმი, გზავნილები - როგორია ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები?

TOP-ინვესტორი ქვეყანა, გაზრდილი ვაჭრობა, ტურიზმი, გზავნილები - როგორია ჩინეთთან ეკონომიკური კავშირები?

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 18:21|bm.ge

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მოადგილეებთან თამარ იოსელიანთან, ირაკლი ნადარეიშვილთან და გენადი არველაძესთან ერთად ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი უკვე შეხვდა ჩინეთის კომერციის და ტრანსპორტის მინისტრებს, ასევე Air China-ს პრეზიდენტს, ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International-ის თავმჯდომარეს და მონაწილეობა მიიღო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში.

შეხვედრებისას ყურადღება შუა დერეფნის მნიშვნელობას, მხარეებს შორის გაზრდილი ვაჭრობის, ტურიზმის მაჩვენებლებს და კავშირების გაღრმავებას დაეთმო.

Bm.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით გთავაზობთ საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ კავშირებს რიცხვებში:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართველოში ჩინეთიდან პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება 2002 წლიდან იწყება. ქვეყნის ეკონომიკაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია კი 2014 წელს $220 მილიონის ოდენობით ჩაიდო.

2026 წლის 6 თვეში, 236 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, ჩინეთი საქართველოს TOP-ინვესტორი ქვეყანა გახდა.

BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ჩინური FDI საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ჩაიდო. თუმცა საქსტატი არ ასახელებს, $236 მილიონის FDI-დან რა წილი მოდის საფინანსო სფეროზე, თუმცა TOP-სექტორების ჩამონათვალიდან გასაგები ხდება, ამ სექტორში ჩინური ინვესტიციების მკვეთრი ზრდა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩინური “ჰუალინგ ჯგუფის” ჰოლდინგში შემავალი ”ბაზისბაკის” მიერ “ლიბერთი ბანკის" შეძენას უკავშირდება.

ფულადი გზავნილები

2026 წლის 8 თვის მონაცემებით, ჩინეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა რეკორდულად გაიზარდა. გასულ წლებში, გზავნილების გადმორიცხვები არც ისე მოცულობითი იყო, თუმცა 2022 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა. გასულ 2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში ჯამში 2 მილიონ 673 ათასი დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს რიცხვი $948 ათასს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში კი ფულადმა გზავნილებმა გასული წლის ჯამურ მოცულობას გადააჭარბა და 7 მილიონ 776 ათასი დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან ჩინეთში წელს 1 მილიონ 797 ათასი დოლარი გადაირიცხა, რაც წლიურად 20.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სავაჭრო ბრუნვა

ვაჭრობის მიხედვით, წელს 8 თვის მონაცემებით, ჩინეთი $2 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვით საქართველოს #2 სავაჭრო პარტნიორი გახდა. მისი წილი მთლიან ვაჭრობაში 11.4%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს აზიურ გიგანტთან ექსპორტი მნიშვნელოვნად 177.3%-ით 543.7 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 10% დაიკავა. ამგვარად, ჩინეთმა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში ყირგიზეთის მეორე ადგილი დაიკავა.

ექსპორტი

იანვარ-აგვისტოს პერიოდში ექსპორტის ზრდა დიდწილად ძვირფასი ლითონისა და სპილენძის მადნების, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებამ განაპირობა.

ჩინეთში ექსპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:

• ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $311.7 მლნ; • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $103.3 მლნ; • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $84.3 მლნ; • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $13 მლნ; • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $23.2 მლნ;

იმპორტი

ჩინეთთან ვაჭრობაში ძირითადი ადგილი იმპორტს უკავია და წელს 8 თვეში ამ ქვეყნიდან საქონლის გადმოზიდვები 22.1%-ით 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში ჩინეთმა 12%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

• ნახევარგამტარი ხელსაწყოები - $112 მლნ; • მსუბუქი ავტომობილები - $60 მლნ; • ელექტროგენერატორული დანადგარები და მბრუნავი ელექტრო გარდამქმნელები - $43.8 მლნ; • მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - $42.8 მლნ; • ბრტყელი ნაგლინი რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან - $41 მლნ;

ტურიზმი

ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების მაჩვენებლებიც. 2026 წლის პირველი ნახევრის მიხედვით, ჩინეთი შესრულებული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. ამ პერიოდში, ჩინეთიდან 54 554 ვიზიტი შესრულდა, რაც წლიურად 16.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გასულ 2025 წელს ჯამურად ჩინეთიდან ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რიცხვი 44.4%-ით 127 895-მდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიუსაფარი ცხოველების მომსახურებისას ვეტერინარულ დაწესებულებებს სანქციები 2027 წლამდე არ დაეკისრებათ

მიუსაფარი ცხოველების მომსახურებისას ვეტერინარულ დაწესებულებებს სანქციები 2027 წლამდე არ დაეკისრებათ

BM.GE

ტურისტების დანახარჯები სექტემბერშიც გაიზარდა - TBC Capital

ტურისტების დანახარჯები სექტემბერშიც გაიზარდა - TBC Capital

BM.GE

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ

მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულ გარანტიებს ითხოვენ

BM.GE

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში? - თიბისი კაპიტალი

რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში? - თიბისი კაპიტალი

BM.GE