მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპი არაბული ქვეყნებისგან "აბრაამის შეთანხმების" ხელმოწერას ითხოვს
ტრამპი არაბული ქვეყნებისგან "აბრაამის შეთანხმების" ხელმოწერას ითხოვს

ტრამპი არაბული ქვეყნებისგან "აბრაამის შეთანხმების" ხელმოწერას ითხოვს

BM.GE25 მაისი, 2026, 22:52|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, რეგიონის ლიდერებს ახალი პირობა წაუყენა.

როგორც ირკვევა, თეთრი სახლის ლიდერი პარტნიორი სახელმწიფოებისგან „აბრაამის შეთანხმებაზე“ მიერთებას მოითხოვს, რაც ირანთან საბოლოო ხელშეკრულების გაფორმების აუცილებელ წინაპირობად დაასახელა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი მხოლოდ მასშტაბურ და ყოვლისმომცველ შეთანხმებას განიხილავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებების პროცესი შეწყდება და მხარეები სამხედრო დაპირისპირების რეჟიმს დაუბრუნდებიან.

არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული საკითხი საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტის, იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებებზე უკვე დასვა. დონალდ ტრამპის გეგმით, დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესი საუდის არაბეთმა და კატარმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ, რასაც შემდგომში სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან.

თეთრი სახლის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ჩართვაზე უარის თქმა არაკეთილსინდისიერ განზრახვაზე მიუთითებს. ამასთან, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შორეულ პერსპექტივაში „აბრაამის შეთანხმების“ წევრობა ირანსაც შეეძლება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკულმა მხარემ საკუთარ წარმომადგენლებს შესაბამისი პროცედურების დაწყება და დასახელებული ქვეყნების „აბრაამის შეთანხმებაში“ ინტეგრირება უკვე დაავალა. ვაშინგტონის შეფასებით, რეგიონული კოალიციის შექმნა ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა, „აბრაამის შეთანხმება“ ეწოდება. ამჟამად დოკუმენტის წევრები არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, მაროკო, სუდანი და ყაზახეთი არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE