მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის განცხადებით, ირანთან გაფორმებული შეთანხმება თეირანის უპირობო კაპიტულაციას ნიშნავს
ტრამპის განცხადებით, ირანთან გაფორმებული შეთანხმება თეირანის უპირობო კაპიტულაციას ნიშნავს

ტრამპის განცხადებით, ირანთან გაფორმებული შეთანხმება თეირანის უპირობო კაპიტულაციას ნიშნავს

BM.GE19 ივნისი, 2026, 19:19|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს, ირანთან მიღწეული შეთანხმება კი თეირანის მხრიდან „უპირობო კაპიტულაციას“ წარმოადგენს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიან ვადას, სტრატეგიული სრუტის გახსნასა და ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს განსაზღვრავს, თუმცა ბევრი საკვანძო დეტალი კვლავინდებურად გადაუჭრელი რჩება.

პარალელურად, შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებისა და ნავთობტანკერების გადაადგილება ინტენსიურად აღდგა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიღწეულმა შეთანხმებამ ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკებები ძალიან სუსტად აწარმოა, რის გამოც ვაშინგტონი იმაზე უარეს პოზიციაში აღმოჩნდა, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო.

სენატორ პიტერ უელჩის შეფასებით კი, ირანმა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლით გავლენის ბერკეტები შეინარჩუნა, აშშ-მა კი მთავარ მიზნებს, მათ შორის რეჟიმის შეცვლასა და თეირანის სარაკეტო პროგრამის შეჩერებას, ვერ მიაღწია. მისივე გათვლებით, სამხედრო მოქმედებებმა ბიუჯეტს დაახლოებით $100 მილიარდი დაუჯდა.

კრიტიკის საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ოპონენტები უბრალოდ შურიანი ან არაკომპეტენტური ადამიანები არიან და დასძინა, რომ სრუტის ბლოკირების პირობებში დაბომბვის გაგრძელება მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნებოდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში - როგორ აფართოებს ალტე უნივერსიტეტი სტუდენტების საერთაშორისო შესაძლებლობებს“

„ინტერნაციონალიზაცია პრაქტიკაში - როგორ აფართოებს ალტე უნივერსიტეტი სტუდენტების საერთაშორისო შესაძლებლობებს“

BM.GE

იმედია, სომხური ტვირთების ტრანზიტისას პრობლემები აღარ გვექნება, ისევე, როგორც ქართულ საქონელს არ აქვს პრობლემები სომხეთში - სომეხი გადამზიდავი

იმედია, სომხური ტვირთების ტრანზიტისას პრობლემები აღარ გვექნება, ისევე, როგორც ქართულ საქონელს არ აქვს პრობლემები სომხეთში - სომეხი გადამზიდავი

BM.GE

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარია

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა - ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარია

BM.GE

სკოლის ფორმების ₾45-მილიონიანი კონტრაქტი მარტში დაფუძნებულ ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

სკოლის ფორმების ₾45-მილიონიანი კონტრაქტი მარტში დაფუძნებულ ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

BM.GE