მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის კომპანია უოლ-სტრიტის ტრეიდერებს პრეზიდენტის პოსტებზე სწრაფი წვდომისთვის თვეში $100 000-ს სთხოვს
ტრამპის კომპანია უოლ-სტრიტის ტრეიდერებს პრეზიდენტის პოსტებზე სწრაფი წვდომისთვის თვეში $100 000-ს სთხოვს

ტრამპის კომპანია უოლ-სტრიტის ტრეიდერებს პრეზიდენტის პოსტებზე სწრაფი წვდომისთვის თვეში $100 000-ს სთხოვს

BM.GE20 ივლისი, 2026, 04:10|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაკომპანიამ უოლ-სტრიტის ტრეიდერებთან და საინვესტიციო ფირმებთან მოლაპარაკებები გამართა. კომპანია გეგმავს, მათ პრეზიდენტის პოსტებზე ექსკლუზიური და სწრაფი წვდომისთვის ყოველთვიურად $100 000-მდე გადაახდევინოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Trump Media & Technology Group-მა, რომელიც პლატფორმა Truth Social-ს ფლობს, ბოლო კვირებში ფინანსურ ინსტიტუტებს ფასდაკლების პაკეტიც შესთავაზა: თვეში $60 000, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები 3-წლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

კომპანიამ ოფიციალურად უკვე დააანონსა ლიცენზირებული მონაცემთა არხი, სახელწოდებით Truth API. ეს სერვისი ბანკებსა და სავაჭრო ფირმებს 10 ყველაზე გავლენიანი Truth Social ანგარიშის პოსტებზე უსწრაფეს წვდომას მისცემს, თუმცა TMTG-ს საფასო პოლიტიკის დეტალები საჯაროდ არ გაუმჟღავნებია. ეს ნაბიჯი კომპანიის პირველი მცდელობაა მონაცემთა ლიცენზირების ბაზარზე შევიდეს და შემოსავლის ახალი წყარო გააჩინოს, რასაც დემოკრატების მხრიდან მყისიერი კრიტიკა მოჰყვა. სენატის ფინანსური კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა სენატორმა რონ უაიდენმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ფინანსურ სარგებელს მოუტანს ტრამპის ოჯახს და „უოლ-სტრიტის ტრეიდერებს კიდევ უფრო გაამდიდრებს“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • დონალდ ტრამპი ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომლის გამოსახულებაც 1-დოლარიან მონეტაზე გამოჩნდაიმედი
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

BM.GE

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

BM.GE

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

BM.GE