მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპის ოჯახმა კრიპტოთი $2.3 მილიარდი იშოვა, ინვესტორებმა კი ზუსტად ამდენი დაკარგეს
ტრამპის ოჯახმა კრიპტოთი $2.3 მილიარდი იშოვა, ინვესტორებმა კი ზუსტად ამდენი დაკარგეს

ტრამპის ოჯახმა კრიპტოთი $2.3 მილიარდი იშოვა, ინვესტორებმა კი ზუსტად ამდენი დაკარგეს

BM.GE10 ივლისი, 2026, 11:23|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის წევრებმა ოთხი კრიპტო პროექტიდან, საკუთარი კაპიტალის მინიმალური ინვესტირების გარეშე, დაახლოებით $2.3 მილიარდის შემოსავალი მიიღეს.

Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ამავე პროექტებში გარე ინვესტორების ზარალმა თითქმის იდენტური $2.3 მილიარდი შეადგინა. ეს კოლოსალური ფინანსური დანაკარგები ერთ მილიონზე მეტმა მყიდველმა გადაინაწილა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ოჯახის კრიპტო შემოსავლებმა იმავე პერიოდში კომპანია Coinbase-ის მიერ მიღებულ $2.1 მილიარდის მოგებას და სხვა მსხვილი კრიპტობირჟების თუ კომპანიების შემოსავლებსაც გადააჭარბა.

არსებული ინფორმაციით, ტრამპის ოჯახის მიერ მიღებული სარგებელი შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, რადგან დეკლარაციებიდან 3 მილიარდი ტოკენი გაქრა, რომელიც, სავარაუდოდ, ფარულად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ოჯახის მოგება პირდაპირ დგას პროექტის ინვესტორების ზარალზე. მარტივად რომ ვთქვათ, მილიონამდე ინვესტორმა ტრამპს ფული თავისი ნებით გადასცა და პრეზიდენტმა ამ გზით მიღებული მოგება დეკლარაციაში ჩაწერა. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მან აშშ გლობალურ კრიპტო დედაქალაქად აქცია, ამიტომ მის მიერ ამ გზით ფინანსური სარგებლის მიღება დამსახურებული და სამართლიანია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართულმა ავიაკომპანია OneClick-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დაიწყო

ქართულმა ავიაკომპანია OneClick-მა თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დაიწყო

BM.GE

საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერი და სუსტი მხარეები|Kass Group-ის გენდირექტორის მოსაზრება

საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერი და სუსტი მხარეები|Kass Group-ის გენდირექტორის მოსაზრება

BM.GE

წელს, დაბლობში 42° სიცხე, მთაში კი 40°-ია მოსალოდნელი|გარემოს ეროვნული სააგენტო

წელს, დაბლობში 42° სიცხე, მთაში კი 40°-ია მოსალოდნელი|გარემოს ეროვნული სააგენტო

BM.GE

საქართველოს შესახებ ინდოეთში როუდშოუ მოეწყო - ტურიზმის ადმინისტრაცია

საქართველოს შესახებ ინდოეთში როუდშოუ მოეწყო - ტურიზმის ადმინისტრაცია

BM.GE