მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა ავტომობილებისთვის საწვავის ეკონომიის სტანდარტები შეამცირა
ტრამპმა ავტომობილებისთვის საწვავის ეკონომიის სტანდარტები შეამცირა

ტრამპმა ავტომობილებისთვის საწვავის ეკონომიის სტანდარტები შეამცირა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 18:35|bm.ge

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის საწვავის მოხმარების რეგულაციები შეამსუბუქა. ახალი სტანდარტები ავტომწარმოებლებს გამონაბოლქვის კონტროლის ვალდებულებებს უმცირებს და მიზნად ინდუსტრიაში წარმოების გაზრდას ისახავს, რაც ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიების მრავალწლიანი მოთხოვნა იყო.

აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა, შონ დაფიმ განმარტა, რომ ახალი მიდგომა ამერიკული ავტომობილების წარმოებას გააიაფებს და მომხმარებლებს ათასობით დოლარს დაუზოგავს.

ცნობისთვის, ახალი სტანდარტების მიხედვით, 2031 წლისთვის მსუბუქი ავტომობილების საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 6.8 ლიტრს შეადგენს და ის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ 4.7-ლიტრიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ასევე შემცირებულია გამონაბოლქვის კონტროლის პარამეტრები და ძრავის კუბატურის განმსაზღვრელი მოთხოვნებიც. მარტივად რომ ვთქვათ, ავტომწარმოებლებს მეტი თავისუფლება ექნებათ და ნაკლები შეზღუდვების გათვალისწინება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა უკვე გააუქმა ის ჯარიმები, რომლებიც ფედერალური სტანდარტების დამრღვევ ავტომწარმოებლებს ეკისრებოდათ და თან მან ელექტრომობილების შესაძენად დაწესებული $7,500-იანი სუბსიდიაც შეაჩერა.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Center for Biological Diversity-ისა და Sierra Club-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საწვავის სტანდარტების შემსუბუქება ჰაერის დაბინძურებას კრიტიკულად გაზრდის და მოსახლეობისთვის მგზავრობას გააძვირებს. აშშ-ის გზატკეცილების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის გათვლებით, ბაიდენის ეპოქის რეგულაციების გაუქმება 2035 წლისთვის ატმოსფეროში დამატებით 22,111 ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევას გამოიწვევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • ტრამპის განცხადებით, ირანის ომის დასრულების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნებარუსთავი 2
  • მართლა სჯერა ვინმეს, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო? - ტრამპიტვ პირველი
  • დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად შეთანხმება მზადდებაფორმულა
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

BM.GE