მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BYD-მა $10,000-ზე იაფი ელექტრო ჰეჩბექი წარადგინა; Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა; კვირის მთავარი ავტო სიახლეები
BYD-მა $10,000-ზე იაფი ელექტრო ჰეჩბექი წარადგინა; Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა; კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BYD-მა $10,000-ზე იაფი ელექტრო ჰეჩბექი წარადგინა; Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა; კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 21:36|bm.ge

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

Rivian-ის შემოსავალმა პროგნოზებს გადააჭარბა - აქციები 7%-ით გაძვირდა

2026 წლის III კვარტალში Rivian-ის შემოსავალი წლიურად 38%-ით, $2.16 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა ზარალი $913 მილიონამდე შემცირდა. ფინანსურმა შედეგებმა უოლ-სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა, რაშიც მთავარი როლი ახალი R2 მოდელის რეკორდულმა მიწოდებამ (19,248 ერთეული) შეასრულა. გაუმჯობესებული მაჩვენებლების ფონზე, კომპანიამ 2026 წლის მიწოდების პროგნოზი 67,000-70,000 ავტომობილამდე გაზარდა. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Rivian-ის აქციები ბირჟის შემდგომ სესიაზე 7%-ით გაძვირდა.

Porsche-ს საოპერაციო მოგება ცხრა თვეში €1.74 მილიარდამდე გაიზარდა

2026 წლის 9 თვეში Porsche-ს საოპერაციო მოგება €1.74 მილიარდამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი €40 მილიონს შეადგენდა. ფინანსური შედეგების გაუმჯობესება აღმასრულებელი დირექტორის, მიხაელ ლაიტერსის ანტიკრიზისულმა გეგმამ, ბიზნესის ოპტიმიზაციამ და ჩინეთის ბაზრიდან უკან დახევამ განაპირობა. გასულ წელს ელექტრიფიკაციის სტრატეგიის შეჩერების გამო კომპანიამ €2.7 მილიარდის რესტრუქტურიზაციის ხარჯი გასწია, რამაც მოგების დროებითი შემცირება გამოიწვია.

Audi აშშ-ში $4 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს და ქარხანას ააშენებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Audi-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი საწარმოს ასაშენებლად $4 მილიარდი გამოყო. როგორც ირკვევა, ახალი ქარხანა ჯორჯიის შტატის ქალაქ მეიკონში აშენდება და ის 4,500 სამუშაო ადგილს შექმნის. საწარმო წლიურად 200,000 ერთეული Q7-ის, Q8-ისა და ახალი Q9-ის მოდელის ყველგან მავალის გამოშვებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით კომპანიას პრემიუმ კლასის ავტომობილების წარმოების ნაწილი სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავას ქარხნიდან აშშ-ში გადააქვს. Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ ბლუმემ აღნიშნა, რომ ამერიკული ტარიფები საერთაშორისო ვაჭრობას ზღუდავს და ბიზნესს მძიმე ტვირთად აწვება.

BYD-მა $10,000-ზე იაფი ელექტროჰეჩბექი წარადგინა

ჩინურმა ავტოგიგანტმა BYD-მა განახლებული ელექტროჰეჩბექი Seagull-ი წარადგინა, რომლის საბაზო ფასი $9 810-იდან იწყება. მოდელი აღჭურვილია 5-წუთიანი ულტრასწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით (10%-დან 70%-მდე) და 420 კმ-მდე სვლის მარაგით. ბიუჯეტური ფასის მიუხედავად, ავტომობილი DiPilot 300-ის LiDAR სენსორებითა და მძღოლის დამხმარე სისტემითაა უზრუნველყოფილი. ექსპერტთა შეფასებით, ჩინური მაღალტექნოლოგიური და იაფფასიანი მოდელები დასავლური ტრადიციული ავტომწარმოებლებისთვის გლობალურ კონკურენციაში სერიოზულ გამოწვევას ქმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

„იმპორტირებული კაკლის ხარისხი არ კონტროლდება“ - Georgian Walnut Enterprise

„იმპორტირებული კაკლის ხარისხი არ კონტროლდება“ - Georgian Walnut Enterprise

BM.GE

OPEC+-მა დეკემბერში ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

OPEC+-მა დეკემბერში ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

BM.GE

„სოციალური დახმარება სატარიფო პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს“ - ენერგეტიკოსი გაზის საფეხურეობრივ ტარიფზე

„სოციალური დახმარება სატარიფო პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს“ - ენერგეტიკოსი გაზის საფეხურეობრივ ტარიფზე

BM.GE

Holiday Inn Telavi-ში დეკემბრის ჯავშნები დაბალია – სასტუმრო საახალწლო პერიოდში მოთხოვნის ზრდას ელოდება

Holiday Inn Telavi-ში დეკემბრის ჯავშნები დაბალია – სასტუმრო საახალწლო პერიოდში მოთხოვნის ზრდას ელოდება

BM.GE