მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპმა კანადას 50%-იანი ტარიფები დაუწესა
ტრამპმა კანადას 50%-იანი ტარიფები დაუწესა

ტრამპმა კანადას 50%-იანი ტარიფები დაუწესა

BM.GE21 ივლისი, 2026, 15:45|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას ახალი ტარიფები დაუწესა. ქვეყნის ლიდერმა ხელი მოაწერა 3 განკარგულებას, რომლებიც მეზობელი სახელმწიფოს მიერ წარმოებული საქონლის იმპორტზე 50%-იან დამატებითი საბაჟო გადასახადს აწესებს. როგორც თეთრ სახლში განმარტეს, ეს გადაწყვეტილება ამერიკული პროდუქტებისა და ინდუსტრიების მიმართ ოფიციალური ოტავას მხრიდან სავაჭრო დისკრიმინაციას უკავშირდება.

ახალი შეზღუდვები ავტომობილებს, ალკოჰოლურ სასმელებსა და რძის ნაწარმს შეეხება. ამერიკელი მაღალჩინოსნების განმარტებით, ტარიფები პროდუქციის ფართო სპექტრზე, მათ შორის ღვინოზე, ჰოკეის ჯოხებსა და ცემენტზეც გავრცელდება. ახალი შეზღუდვები ძალაში ხელმოწერიდან 30 დღეში შევა. საყურადღებოა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება შეეხება ყველა იმ საქონელს, რომელიც ორ ქვეყანას შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილია.

რაც შეეხება კანადური მხარის რეაქციას, ოფიციალურ ოტავას ჯერ კომენტარი არ გაუჟღერებია, თუმცა ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ტარიფების ამოქმედების შემთხვევაში, ოტავამ ვაშინგტონს ანალოგიური საპასუხო ზომებით უნდა უპასუხოს.

ცნობისთვის, აშშ-ის ადმინისტრაციამ კანადის წინააღმდეგ დამატებითი საბაჟო გადასახადის შემოსაღებად 1930 წლის „სატარიფო აქტის“ 338-ე მუხლი გამოიყენა. ეს არის იშვიათი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც შეერთებულ შტატებს უფლებას აძლევს, იმპორტის დამატებითი გადასახადები დააწესოს იმ ქვეყნების პროდუქციაზე, რომლებიც ამერიკულ ექსპორტს დისკრიმინაციულ პირობებს უქმნიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
  • დონალდ ტრამპი სეუტაში მიგრანტების კრიზისზე: ესპანეთი განადგურდებაიმედი
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი FED-ს ემუქრება

ტრამპი FED-ს ემუქრება

BM.GE

სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკა

სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკა

BM.GE

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE