მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტრამპს 51-ე შტატად ამჯერად ვენესუელის მიერთება სურს
ტრამპს 51-ე შტატად ამჯერად ვენესუელის მიერთება სურს

ტრამპს 51-ე შტატად ამჯერად ვენესუელის მიერთება სურს

BM.GE13 მაისი, 2026, 15:00|bm.ge

ტრამპმა სამშაბათს თავის Truth Social ანგარიშზე პროვოკაციული გრაფიკა გამოაქვეყნა. რუკაზე ვენესუელა ამერიკის დროშის ფონზე იყო გამოსახული, წარწერით "51-ე შტატი".

ეს ფერადი პოსტი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ტრამპმა ორშაბათს Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ სამხრეთამერიკული ქვეყნის აშშ-ის ნაწილად ქცევას განიხილავდა.

"ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთან... მან მითხრა, რომ სერიოზულად განიხილავს ვენესუელას 51-ე შტატად გამოცხადებას," - დაწერა ორშაბათს დილით პლატფორმა X-ზე Fox’s America Reports-ის ჟურნალისტმა ჯონ რობერტსმა.

მისმა კოლეგამ Fox-დან, ბილ მელუგინმა ასევე დაწერა X-ზე და აღნიშნა, რომ ტრამპის თქმით, "იქ 40 ტრილიონი დოლარის ღირებულების ნავთობია და ვენესუელას ტრამპი უყვარს".

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა ტრამპის სურვილებს უპასუხა და განაცხადა, რომ მის ქვეყანას 51-ე შტატად ქცევის გეგმა არ აქვს.

როდრიგესმა ძალაუფლება იანვარში მას შემდეგ გადაიბარა, რაც ტრამპის მიერ სანქცირებული აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შედეგად იმდროინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაამხეს.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მთლიანობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ჩვენი ისტორიის დაცვას. ვენესუელა არის არა კოლონია, არამედ თავისუფალი ქვეყანა" - განუცხადა როდრიგესმა ჟურნალისტებს ორშაბათს ჰააგაში.

წელს ტრამპმა ვენესუელასთან დაკავშირებულ თავის სურვილებზე უკვე რამდენჯერმე მიანიშნა.

მარტში, მაიამიში გამართულ მსოფლიო ბეისბოლის კლასიკის ნახევარფინალში ვენესუელის მიერ იტალიის დამარცხების შემდეგ, პრეზიდენტმა Truth Social-ზე თავისი მოსაზრებები გააზიარა: "ბოლო დროს ვენესუელაში კარგი რაღაცები ხდება! ნეტავ, რა ჯადოქრობაა ეს? შტატის სტატუსი, #51, ვინმეს გსურთ?"

ვენესუელის ექსპრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, პირველი ლედი სელია ფლორესი, 2 იანვარს შუაღამისას აშშ-ის ძალებმა დედაქალაქ კარაკასზე მასშტაბური თავდასხმის ფარგლებში "დააკავეს".

თავდასხმის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა ვენესუელას ამერიკა "მართავდა".

"ეს ახლა მკვდარი ქვეყანაა. ინფრასტრუქტურის აღსადგენად ნავთობინდუსტრიების მხრიდან დიდი ინვესტიციების განხორციელება მოგვიწევს," - დასძინა მან.

ვენესუელამდე ტრამპმა აშშ-ის 51-ე შტატად გრენლანდიის შემოერთების იდეა გააჟღერა, რასაც ადგილობრივების მხრიდან პროტესტიც კი მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 136 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE