
„შესანიშნავი შედეგია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ცუდი იდეა იყო, შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს, დამოუკიდებელი, ევროკავშირი კი დაიშლება, ასე რომ შესანიშნავი შედეგია, კარგია“ - „იმედის კვირა“ რეფერენდუმის შედეგებზე რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა
ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებულ რეფერენდუმსა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ „იმედის კვირა“ რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა.
ისლანდიის მოქალაქეების ნაწილი რეფერენდუმის შედეგებს ეთანხმება, ხოლო ვინც არ ეთანხმება, ამბობს, რომ რეფერენდუმის შედეგი მიიღო:
„ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მგონია, რომ დავკარგავდით საკუთარ ნამდვილ იერსახეს“.
„რეფერენდუმის შედეგი მივიღე, არ ვეთანხმები, მაგრამ ასე გადაწყვიტა მოსახლეობის უმრავლესობამ. ასე რომ, არაუშავს.“
„მიმაჩნია, რომ რეფერენდუმის შედეგი კარგია, ახლა უკვე სხვა საკითხებზე ფიქრის დროა.“
„ორივემ ევროკავშირის წინააღმდეგ მივეცით ხმა და ძალიან გვიხარია რეფერენდუმის შედეგი“.
„რას ვფიქრობ? შესანიშნავი შედეგია, სულ ეს არის“.
„ვერავინ ამიხსნა, რატომ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში, საპირისპირო არგუმენტი კი ბევრი მოვისმინე, ეს ძალიან სათუთი საკითხია, დიდი ხანი არ არის, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და მიმაჩნია, რომ ის უნდა შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ“.
„დამოუკიდებლობის მოპოვება ძალიან რთული იყო, ისლანდიურ საზოგადოებაში დამოუკიდებლობა ღრმად გამჯდარია, ხალხს გარე ზეგავლენის საფრთხე აფიქრებს.“
„ჩემი სურვილია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე თანხმობა გვეთქვა, მე სწორედ ამას დავუჭირე მხარი. მაგრამ რეფერენდუმის შედეგს პატივს ვცემ, მესმის, რატომაც თქვა ხალხმა ევროკავშირზე უარი.“
„შესანიშნავი შედეგია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ცუდი იდეა იყო, შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს, დამოუკიდებელი, ევროკავშირი კი დაიშლება, ასე რომ შესანიშნავი შედეგია, კარგია.“
როგორც ცნობილია, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
იმედი
წყარო: imedinews.ge