მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წარმოუდგენელია 2029 წელს მივიღოთ ანაკლიის პორტში პირველი გემი - პაატა ცაგარეიშვილი
წარმოუდგენელია 2029 წელს მივიღოთ ანაკლიის პორტში პირველი გემი - პაატა ცაგარეიშვილი

წარმოუდგენელია 2029 წელს მივიღოთ ანაკლიის პორტში პირველი გემი - პაატა ცაგარეიშვილი

BM.GE4 ივლისი, 2026, 00:44|bm.ge

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი, პაატა ცაგარეიშვილი არარეალურს უწოდებს განცხადებას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2029 წელს იქნება მზად პირველი გემის მისაღებად. მან ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

საქმე ისაა, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის ინვესტორი შერჩეული კვლავ არ ჰყავს. ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს.

პაატა ცაგარეიშვილის თქმით, მინისტრები საკუთარ განცხადებებზე პასუხისმგებლობას იცილებენ მთავრობაში ხშირი საკადრო ცვლილებების ფონზე. მას ამ მიმართულებით მაგალითად საგზაო პროექტების დაპირებები მოჰყავს.

"კვლევა ჩავატარეთ, მოვიძიეთ ანალოგიური დაღრმავებით, ანალოგიური ფინანსური ინვესტიციებით და ეს არის ბალტიის ჰაბის სახელით გდანსკში მშენებარე ნავსადგური, 2022 წელს დაიწყო, 2026 წელს დასრულდა. იქ ხელოვნური კუნძული შექმნეს და დღესდღეობით 24 000 TEU-იან Maersk-ის გემებს იღებენ. ეს თარიღი არის აბსურდული, ყოვლად წარმოუდგენელია 2029 წელს მივიღოთ გემი.

გარკვეულწილად ჩვენ ისეთ ტურბულენტურ სიტუაციაში შევედით, რომ მინისტრი რასაც იტყვის, ის პასუხისმგებლობას იცილებს, იმიტომ რომ იცის, შეიძლება, შემდეგ წელს აღარ იყოს თანამდებობაზე. რამდენ საგზაო მშენებლობაში ეს სისტემური დაპირებები ვერ სრულდება. შეიძლება გაგვეღიმოს, რატომ არ სრულდება, მაგრამ ეს ქვეყნისთვის არის ძალიან უარყოფითი მომენტი, რომ ქვეყანამ მდგრადობას კარგავს. ყოვლად წარმოუდგენელია, რომ დაგვპირდეს, მეწარმე აშენებდეს დავუშვათ სამაცივრო დანადგარებს, ელოდებოდეს გზა როდის გავა და შენ იქ ხუთჯერ გადაუტანო იმ გზის მშენებლობა, ეს ხომ მულტიპლიკატორული შედეგით უარყოფითად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, დაპირებების ქარბუქში ვართ",- აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.

2024 წლის მაისში ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში უპირატეს მონაწილედ ჩინური სახელმწიფო კონსორციუმი CCCC დასახელდა. მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება საკითხების დაზუსტების შემდეგ "უახლოეს დღეებში" გაფორმდებოდა, თუმცა ამ დრომდე CCCC-თან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმებული არაა. შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფო ამ კომპანიას "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კომპანიის 49%-ის წილს გადასცემს, CCCC-ის ვალდებულება კი პორტში ასობით მილიონი დოლარის ჩადება და მისი ოპერირება იქნება. პროექტის პირველი ფაზის ღირებულება $600 მილიონამდეა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით - ზურაბ სიჭინავარუსთავი 2
  • ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებითიმედი
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

მთავრობამ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

BM.GE