მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, 4 თვეში საქართველომ დაახლოებით $38 მილიონის ავეჯი იყიდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?
წელს, 4 თვეში საქართველომ დაახლოებით $38 მილიონის ავეჯი იყიდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

წელს, 4 თვეში საქართველომ დაახლოებით $38 მილიონის ავეჯი იყიდა|სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE14 ივნისი, 2026, 16:41|bm.ge

წელს ავეჯის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ავეჯის იმპორტმა $37.6 მლნ შეადგინა და ამ თანხით ქვეყანაში 14 831 ტონა ავეჯი შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი 13%-ით გაიზარდა ღირებულებით და 15.9%-ით - მოცულობით. შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ–აპრილში ავეჯის იმპორტი $33.2 მლნ-ის ღირებულების და 12 794 ტონის ფარგლებში იყო.

იმპორტის სტრუქტურაში ლიდერობს თურქეთი, საიდანაც $13.9 მლნ-ის ავეჯი შემოვიდა, რაც 8 024 ტონას შეადგენს. მეორე ადგილზეა ჩინეთი - $8 მლნ-ის ღირებულების 3 398 ტონა ავეჯით. შემდეგ მოდის იტალია, საიდანაც $2.6 მლნ-ის ღირებულების 174 ტონა ავეჯი შემოვიდა, ბულგარეთი - $1.42 მლნ და 598 ტონა, ხოლო სლოვენია - $1.4 მლნ და 94 ტონა. ათეულში ასევე შედის პოლონეთი ($1.1 მლნ / 113 ტონა), ჰონკონგი ($972 ათასი / 373 ტონა), რუსეთი ($827 ათასი / 335 ტონა), ბელარუსი ($660 ათასი / 276 ტონა) და გერმანია ($599 ათასი / 133 ტონა).

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ–აპრილში საქართველოდან ექსპორტზე $3.2 მლნ-ის ღირებულების ავეჯი გავიდა, რომლის მოცულობამ 712 ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45.8%-იანი ზრდაა ღირებულებაში, თუმცა 2.3%-ით ნაკლებია მოცულობაში.

ექსპორტის ძირითად ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა სომხეთი, სადაც $1.9 მლნ-ის ღირებულების 428 ტონა ავეჯი გაიყიდა. მას მოსდევს რუსეთი - $750 ათასის 225 ტონა, იტალია - $250 ათასის 25 ტონა, საფრანგეთი - $47 ათასის 1.9 ტონა, აზერბაიჯანი - $44 ათასის 14 ტონა და ფილიპინები - $35 ათასის 1.4 ტონა. ათეულში ასევე შედის სიერა-ლეონე ($23.5 ათასის 5 ტონა), ესპანეთი ($23.3 ათასის 1.4 ტონა), მალტა ($16.6 ათასის 1.8 ტონა) და აშშ ($16.4 ათასის 400 კილოგრამი).

ინფორმაციისთვის, აღნიშნული მონაცემები არ ასახავს სრულად ავეჯის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას, რადგან საქსტატი ავეჯის სხვა სახეობებსა და ნაწილებს ცალ-ცალკე ითვლის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BM.GE

ბაზარზე მალე ქართული სნექი BITE გამოჩნდება|სტარტაპის გეგმები

ბაზარზე მალე ქართული სნექი BITE გამოჩნდება|სტარტაპის გეგმები

BM.GE

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება|დეტალები

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ იწყება|დეტალები

BM.GE

Google-ი SpaceX/AI-ის სუპერკომპიუტერებს თვეში $920 მილიონად ქირაობს

Google-ი SpaceX/AI-ის სუპერკომპიუტერებს თვეში $920 მილიონად ქირაობს

BM.GE