მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წელს დამატებით 150 000 ლარის რეინვესტირებას ვაპირებთ" - რა გეგმები აქვს "ედის დაჩას"
"წელს დამატებით 150 000 ლარის რეინვესტირებას ვაპირებთ" - რა გეგმები აქვს "ედის დაჩას"

"წელს დამატებით 150 000 ლარის რეინვესტირებას ვაპირებთ" - რა გეგმები აქვს "ედის დაჩას"

BM.GE4 მაისი, 2026, 01:39|bm.ge

დაშბაშის კანიონის ტერიტორიაზე მდებარე ეთნო სახლი „ედის დაჩა“ 2026 წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ედვარდ მკრტიჩიანი BM.GE-სთან აცხადებს, მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურის გაფართოება და სრული ციფრული ტრანსფორმაცია იქნება. მისი თქმით, მიმდინარე წელს დაგეგმილია დამატებითი ინვესტიცია ახალი კონცეფციის ნომრებისა და სერვისების განვითარებისთვის, პარალელურად კი აქტიურად მიმდინარეობს გაციფრულების პროცესი.

"გვაქვს ოთხი კატეგორიის ნომერი: ეკონომი, სტანდარტი, ლუქსი და ჩვენი სიამაყე - ახალი პრემიუმ ლუქსები. ეს ნომრები კანიონის პირას, მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზეა „დაკიდებული“ და აღჭურვილია ინდივიდუალური ჯაკუზებით, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.

მიმდინარე წელს ვგეგმავთ დამატებით 150 000 ლარის რეინვესტირებას, რომელიც მიმართული იქნება ახალი, განსხვავებული კონცეფციის ნომრების შექმნასა და ახალი სერვისების განვითარებაზე. ვგეგმავთ ახალი, დიდი ნომრის დამატებას, რომელიც სრულიად განსხვავებული და ინოვაციური კონცეფციის იქნება ჩვენი რეგიონისთვის. ასევე, ვამზადებთ ახალ მომსახურებას, რომელიც სტუმრებისთვის სიურპრიზი იქნება და კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მათ დასვენებას", - თქვა მან.

გარდა გაფართოებისა, მკრტიჩიანი ხაზს უსვამს, რომ კომპანიის მიზანი ერთიანი ციფრული ეკოსისტემის შექმნაა, რომელიც სტუმრებს სრულად ინტეგრირებულ გამოცდილებას შესთავაზებს - დაჯავშნიდან სერვისების მიღებამდე.

„გაციფრულების პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია და ჩვენი განვითარების მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე, საკუთარი ვებ-გვერდის შექმნაა, რომელიც გახდება სასტუმროს ციფრული ცენტრი. ვებ-გვერდზე ინტეგრირებული ავტომატიზებული დაჯავშნის სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, განვახორციელოთ პირდაპირი გაყიდვები და სრულად ვაკონტროლოთ ჯავშნების კალენდარი. ამასთან, ციფრული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია TikTok-ისა და Instagram-ის აქტიური მართვა, ასევე მონაცემთა ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სტუმრებთან კომუნიკაციისა და სერვისების პერსონალიზაციისთვის. ჩვენი მიზანია, სტუმარმა დაჯავშნიდან დაწყებული ყველა სერვისი მიიღოს ერთიან, გამართულ და თანამედროვე ციფრულ სივრცეში“, - ამბობს ობიექტის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ თბილისიდან დაახლოებით 100 კმ-ში მდებარე ეთნო სახლი „ედის დაჩა“ 2024 წლის 5 ივნისს გაიხსნა. 1936 წელს აშენებული და ახლახან რესტავრირებული სახლის პირველ ეტაპზე განხორციელებულმა ინვესტიციამ 160 000 ლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინაიმედი
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE