მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს, ეროვნულ გამოცდებზე ნამუშევრების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია თითქმის 1 მლნ ლარად დაიცავს
წელს, ეროვნულ გამოცდებზე ნამუშევრების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია თითქმის 1 მლნ ლარად დაიცავს

წელს, ეროვნულ გამოცდებზე ნამუშევრების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია თითქმის 1 მლნ ლარად დაიცავს

BM.GE5 ივნისი, 2026, 14:50|bm.ge

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის, ასევე გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანისთვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გაუფორმდა ხელშეკრულება. აღნიშნული მომსახურება სახელმწიფოს ბიუჯეტს 985 345 ლარი დაუჯდება.

შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა.

“შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან კონფიდენციალურ დოკუმენტაციას.

აუცილებელია გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების სათანადო დაცვა, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავტომანქანების გაცილება, ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის #266 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებისა" და "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს”, - წერია გამარტივებული შესყიდვის განმარტებაში.

შესყიდვის ფარგლებში თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება:

• თანამშრომელთა ხელფასი - 273 683 ლარი; • თანამშრომლის კვებით უზრუნველყოფა: 516 თანამშრომელი (15105 სამუშაო დღე-საგამოცდო პერიოდი); 113 თანამშრომელი (1316 სამუშაო დღე- მზადების პერიოდი) - 344 841 ლარი; • საწვავის ხარჯი - თანამშრომლების ობიექტზე მიყვანა, საგამოცდო შედეგების ეროვნულ ცენტრებში გაცილება, ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება - სავარაუდოდ 37 235 ლარი; • მივლინების ხარჯები - 7 150 ლარი; • მოგება - 73 594 ლარი; • გადასახდელები (დღგ, ბიუჯეტის 10%) – 248 842 ლარი;

საერთო ჯამი - 985 345 ლარი.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში დაიწყება. განრიგი ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 4 000-ით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას შორის აჭარაში სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
დაცვის →

მსგავსი სტატიები

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE