
წელს, ინდოელი ტურისტების რიცხვი განახევრდა
2026 წლის 9 თვეში ინდოეთიდან ვიზიტები თითქმის 51%-ით 51 365-მდე შემცირდა. ამის მიზეზი თებერვლის ბოლოს ირანში დაწყებული ომია, რის გამოც ინდურმა ავიაკომპანია "ინდიგომ" საქართველოდან ფრენები შეწყვიტა. თუმცა BMG-თან ინტერვიუში "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ თქვა, რომ ავიაკომპანია ოპერირებას ზამთრის სეზონიდან განაახლებს.
ქართული ტურიზმისთვის ჩინეთთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი ინდოეთია. 2025 წელს ინდოეთიდან ჯამში 142.5 ვიზიტი შედგა, წლიურად ზრდა აქ 15%-ს შეადგენს. ინდოეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა ჯამში 290 მლნ ლარი დახარჯეს, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2 034 ლარი იყო. საქსტატის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ 2024 წელთან შედარებით ინდოელი ვიზიტორების დანახარჯები შემცირებულია. ასე მაგალითად თუ 2024 წელს ვიზიტზე საშუალო ხარჯი 3 733 ლარი იყო, შარშან 2 034.5 ლარამდე შემცირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ინდოეთი მნიშვნელოვანი ბაზარია და წელს საქართველოში ინდური ქორწილების პოპულარიზებაზე ჯამში 880 ათასამდე დოლარი დაიხარჯება. უწყებამ დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიას VIVAAH WEDDING PARTIES ORGANAZING-ს ორი 592 613 დოლარისა და 286 691 დოლარის კონტრაქტი წელს გაუფორმა. ხელშეკრულების დანართების თანახმად, სარეკლამო ღონისძიებები ძირითადად საქორწინო მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებას ეხება. ღონისძიებები დუბაისა და ინდოეთის სამ ქალაქში გაიმართება: მუმბაიში, დელიში და აჰმედაბადში. კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება დუბაიში.
BM.GE
წყარო: bm.ge