მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს ქართული ღვინო 18 ქვეყანაში, 140-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი | 7 თვის სტატისტიკა
წელს ქართული ღვინო 18 ქვეყანაში, 140-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი | 7 თვის სტატისტიკა

წელს ქართული ღვინო 18 ქვეყანაში, 140-მდე ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი | 7 თვის სტატისტიკა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 18:27|bm.ge

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში, ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით მოხდა.

ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებები გაიმართა გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, სლოვენიაში, საბერძნეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელარუსში.

„ამავე პერიოდში, მსოფლიოს 11 ქვეყანაში გაიმართა ქართული ღვინის 115 პრეზენტაცია და დეგუსტაცია. ღონისძიებებს გერმანია, ავსტრალია, აშშ, თურქეთი, ნორვეგია, საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი მასპინძლობდნენ.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარდა 20 ღონისძიება, მათ შორის - მასტერკლასები, გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები და ფორუმები.

საანგარიშო პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოში ღვინის 12 ტური გაიმართა.

ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგია - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაში შევიდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"გუდაურში მომდევნო ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით" - რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

"გუდაურში მომდევნო ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით" - რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

BM.GE

მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობს

მთავრობა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მეორე მედიკამენტის შესაძენად მუშაობს

BM.GE