მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წელს საკრედიტო პორტფელის 12-13%-იანი ზრდაა მოსალოდნელი - საბანკო ასოციაცია
წელს საკრედიტო პორტფელის 12-13%-იანი ზრდაა მოსალოდნელი - საბანკო ასოციაცია

წელს საკრედიტო პორტფელის 12-13%-იანი ზრდაა მოსალოდნელი - საბანკო ასოციაცია

BM.GE2 ივლისი, 2026, 22:50|bm.ge

საბანკო ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ მიმდინარე წელს ბანკების საკრედიტო პორტფელი 12-13%-ით გაიზრდება, ხოლო აქტივებში 10-11%-იანი ზრდა დაფიქსირდება.

როგორც ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, დაკრედიტების ზრდაში უფრო დიდი წვლილი საცალო და კორპორაციულ სეგმენტს აქვს, ხოლო SME სექტორის დაფინანსება შედარებით ნაკლები ტემპით იზრდება.

“ძალიან ზომიერი და კარგი მაჩვენებელია 14.2%-იანი დაკრედიტების ზრდის ტემპი, მარეგულირებლის თვალით რომ გადმოვხედოთ, შეიძლება ზედმეტად კარგ მაჩვენებლადაც ჩაითვალოს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით საკრედიტო პორტფელის და აქტივების შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან. წელს მოლოდინია, რომ 12-13%-იანი ზრდა გვექნება სესხებში და დაახლოებით 10-11%-იანი ზრდა აქტივებში.

სხვადასხვა პროგნოზებით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებით, მოლოდინია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 6-7%-ით გაიზრდება. თუკი ბანკების საკრედიტო პორტფელი გაიზრდება უფრო მეტად, როგორც აღვნიშნეთ, 12-13%-ით, ეს კიდევ უფრო გაზრდის საკრედიტო პორტფელისა და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობის კოეფიციენტს.

[დაკრედიტების ზრდაში] ლოკომოტივად ყოველთვის რჩება ფიზიკური პირები, ანუ საცალო სესხები და ამის შემდეგ მოდის უკვე კორპორაციული პორტფელი. მცირე და საშუალო ბიზნესის, SME პორტფელი შედარებით ჩამორჩა თავისი ზრდის მაჩვენებლით, როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ პორტფელს”, - განაცხადა დავით რუსიამ.

ამასთან, ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის შეფასებით, მოლოდინია, რომ ივნისის განმავლობაში საბანკო სექტორში კორპორაციული პორტფელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან უკვე 1 ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

“სავარაუდოდ, კორპორაციული პორტფელი 1-ელ ივლისამდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა, იმიტომ რომ ბანკები შეეცდებოდნენ, უცხოურ ვალუტაში მოზიდული რესურსი მაქსიმალურად სარფიანად დაებანდებინათ. იმიტომ რომ 1-ელი ივლისიდან ამის საშუალება შეიძლება ნაკლები ჰქონდეთ და მოუწიოთ მათ ხელთ არსებული რესურსის ლარში გადაყვანა და ეროვნულ ვალუტაში დაფინანსების ზრდა. 1-ელი ივლისის შემდეგ უკვე ჩვენ დავინახავთ, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას დაიწყებს”, - განაცხადა დავით რუსიამ.

ცნობისთვის, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ, 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 73.39 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 504.46 მილიონი ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.22% შეადგინა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ნუ შეგვაჯიბრებთ ჩინეთს" - როგორ შეიძლება ₾46 მილიონის ფორმები საქართველოში შეიკეროს|ინდუსტრიის 4 რეკომენდაცია

"ნუ შეგვაჯიბრებთ ჩინეთს" - როგორ შეიძლება ₾46 მილიონის ფორმები საქართველოში შეიკეროს|ინდუსტრიის 4 რეკომენდაცია

BM.GE

მედიკამენტები, რომლებიც FDA-მ 2026 წლის I ნახევარში დაამტკიცა

მედიკამენტები, რომლებიც FDA-მ 2026 წლის I ნახევარში დაამტკიცა

BM.GE

ბუნებრივი აირის ფასები მსოფლიოში: სად არის ყველაზე ძვირი და იაფი გაზი ბიზნესისა და ოჯახებისთვის?

ბუნებრივი აირის ფასები მსოფლიოში: სად არის ყველაზე ძვირი და იაფი გაზი ბიზნესისა და ოჯახებისთვის?

BM.GE

HVAC სისტემების მწარმოებლები და მიმწოდებლები: ვინ უზრუნველყოფს გათბობასა და გაგრილებას 2026 წელს

HVAC სისტემების მწარმოებლები და მიმწოდებლები: ვინ უზრუნველყოფს გათბობასა და გაგრილებას 2026 წელს

BM.GE