მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე ₾200 მილიონამდე შესყიდვას განახორციელებს - ლევან ჟორჟოლიანი
ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე ₾200 მილიონამდე შესყიდვას განახორციელებს - ლევან ჟორჟოლიანი

ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე ₾200 მილიონამდე შესყიდვას განახორციელებს - ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE4 ივნისი, 2026, 19:18|bm.ge

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარამდე შესყიდვას განახორციელებს.

მისი თქმით, მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, მათ შორის შესრულდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ერთ-ერთი არის ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს დაფუძნება, რომელმაც პირველი ივნისიდან დაიწყო ფუნქციონირება.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ეს უწყება განახორციელებს ხარისხის მაქსიმალურ კონტროლს და ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას შეძლებს აღნიშნული ორგანო. გარდა ამისა, შესყიდვებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 ათას ლარს და რომლის განხორციელებაც სურთ სამინისტროებს, სსიპ-ებს თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის მუნიციპალიტეტებს, განახორციელებს ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი მაქსიმალურად აზღვევს კომპანიებს შორის წინასწარ გარიგებებს.

„ასევე მაქსიმალურად დაზღვეულია გარიგებები შემსყიდველის წარმომადგენელსა და კომპანიებს შორისაც. ეს არის აბსოლუტურად კონფიდენციალური პროცესი. შემსყიდველი ვერ ხედავს შემოთავაზებულ ფასებს, ვიდრე არ დასრულდება შემოთავაზების ვადა, შესაბამისად, მანიპულაციების დრო და საშუალება თითქმის არ არსებობს. ეს არის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების სააგენტოს ერთობლივი პროექტი, ხოლო ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წლის ივნისიდან დღემდე უკვე მოახერხა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის დაზოგვა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

შესყიდვებიდან გამორიცხული იქნება კორუფციული გარიგებები - ირაკლი კობახიძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

BM.GE