
ცხოვრების ღირებულების ინდექსით, თბილისი 421-ე, ბათუმი კი 479-ე ადგილზეა
Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსით (Cost of Living Index), 560 ქალაქს შორის თბილისი 421-ე, ბათუმი კი - 479-ე ადგილზეა.
Numbeo ცხოვრების ღირებულების ინდექსების სერიას აქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებელ ხარჯებს ითვლის, საბაზისო მაჩვენებლად კი ნიუ-იორკს იყენებს, რომელსაც ინდექსით 100 ქულა ენიჭება.
Cost of Living Index სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფარდობით ფასებს, მათ შორის სასურსათო პროდუქტების, კვების, ტრანსპორტირების და კომუნალურ მომსახურების ფასებს ზომავს, მაგრამ არ მოიცავს საცხოვრებლის ხარჯებს, ქირას ან იპოთეკურ გადასახადებს.
შესაბამისად, თუ ქალაქის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 120-ია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქირის გარეშე ყოველდღიური ხარჯები იქ 20%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ნიუ-იორკში.
პლატფორმის თანახმად, თბილისი რეიტინგში 421-ე ადგილზეა, ინდექსით კი 39.3 ქულითაა შეფასებული - გასულ წელს ეს მაჩვენებელი 33 იყო. Numbeo-ს შეფასებით, ქირის გამოკლებით, ოთხსულიანი ოჯახის ცხოვრების თვიური ღირებულება ₾6,395.9 ლარია (+2.4%), ერთი ადამიანისთვის კი - ₾1,737.3 ლარი (+2.6%).
ამასთან, ყოველთვიური ხარჯები (საცხოვრებლის გამოკლებით) 60.7%-ით უფრო იაფია, ვიდრე ნიუ-იორკში, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 67% იყო, ხოლო ქირის ღირებულება, საშუალოდ - 84.1%-ით უფრო ნაკლები, გასული წლის 82.7%-ის ნაცვლად.
Numbeo-ს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ, მაგალითად, საშუალო ტიპის რესტორანში ერთი კვება, ერთ ადამიანს 20-დან 50 ლარამდე შეიძლება დაუჯდეს, 0.33-ლიტრიანი წყალი - 1-დან 3.5 ლარამდე, 1 კგ ყველი - 16-დან 46 ლარამდე, ხილის ზოგიერთი სახეობა 2-დან 4 ლარამდე და სხვა.
დათვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ღირებულებაც, რაც ერთჯერადად 1 ლარს, თვიურად 30-60 ლარს, ხოლო ტაქსით სარგებლობის შემთხვევაში, კილომეტრზე 1.4-4 ლარს შეადგენს. რაც შეეხება კომუნალურებს - 85 მ² ბინის გათბობა-გაგრილების, ელექტრო და წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადები თვიურად 144.5-დან 350 ლარამდე დიაპაზონში მერყეობს.
ბათუმის შემთხვევაში, რომელსაც ინდექსით 33.7 ქულა ენიჭება, ოთხსულიანი ოჯახის ცხოვრების თვიური ღირებულება ₾5,497.4 ლარია, რაც 5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს, ერთი ადამიანისთვის კი - ₾1,492.9, 4.4%-ით მეტი.
საშუალო ტიპის რესტორანში ერთი კვება ბათუმში ერთ ადამიანს საშუალოდ 27 ლარი შეიძლება დაუჯდეს, წყალი - 1-3 ლარი, 1 კგ ყველი - 12-დან 38 ლარამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ბათუმში ერთჯერადად 0.7 ლარს, თვიურად 30 ლარს, ხოლო ტაქსით სარგებლობის შემთხვევაში, კილომეტრზე 1-3 ლარს შეადგენს.
85 მ² ბინის გათბობა-გაგრილების, ელექტრო და წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადები ბათუმში თვიურად 114.75-425 ლარი ჯდება.
ქალაქები, სადაც ცხოვრების ღირებულება ყველაზე მაღალია:
1. ციურიხი, შვეიცარია - 122.92. ჯორჯთაუნი, კაიმანის კუნძულები - 117.63. ბაზელი, შვეიცარია - 111.14. ჟენევა, შვეიცარია - 111.05. ლუგანო, შვეიცარია - 110.76. ლუცერნი, შვეიცარია - 110.27. ბერნი, შვეიცარია - 109.58. ლოზანა, შვეიცარია - 108.99. სანქტ-გალენი, შვეიცარია - 108.510. ჰონოლულუ, ჰავაი, აშშ - 107.6
ქალაქები, სადაც ცხოვრების ღირებულება ყველაზე დაბალია:
551. კოჩი, ინდოეთი - 18.5552. ინდორი, ინდოეთი - 18.5553. ბუბანეშვარი, ინდოეთი - 18.5554. ტირუვანანტაპურამი, ინდოეთი - 18.2555. სურატი, ინდოეთი - 18.0556. გუვაჰატი, ინდოეთი - 17.7557. რაჯკოტი, ინდოეთი - 17.5558. ბოპალი, ინდოეთი - 17.5559. ლაქნაუ, ინდოეთი - 17.3560. კოიმბატორი, ინდოეთი - 17.2
BM.GE
წყარო: bm.ge