მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი
წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

წლის ბოლომდე საკადრო ოპტიმიზაცია კიდევ იქნება - „საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 18:11|bm.ge

„საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ამბობს, რომ საკადრო ოპტიმიზაცია გაგრძელდება და წლის ბოლოს სრულად დასრულდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც რკინიგზიდან 1000-ზე მეტი კადრი გათავისუფლდა.

"კადრების ოპტიმიზაცია განპირობებული იყო, რა თქმა უნდა, ზედმეტი საშტატო ერთეულებით. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება გავაკეთეთ იმიტომ, რომ რაღაცა საოპერაციო პროცესები შევცვალეთ. ამ საოპერაციო პროცესებმა გამოიწვია, რომ იმ ოდენობის ადამიანური რესურსის საჭიროება აღარ იყო და შესაბამისად მოვახდინეთ მათი ოპტიმიზაცია. ანუ მოძრაობის ოპერირება შევცვალეთ, მაგალითად, იქ აღარ ვაჩერებთ მატარებლებს, სადაც აქამდე ვაჩერებდით, აღარ ხდება იმდენი შემოწმება, როგორც აქამდე ვამოწმებდით და ამან გამოიწვია და ვფიქრობ, წლის ბოლომდე კიდევ იქნება გარკვეული ოპტიმიზაცია და წლის ბოლოს უკვე დავასრულებთ სრულად", - ამბობს ლაშა აბაშიძე.

მისივე თქმით, „საქართველოს რკინიგზაში“ დაწყებულია საკმაოდ მასშტაბური პროექტები.

"დაწყებული გვაქვს სალოკომოტივო პარკის განახლების პროექტი, მიმდინარეობს შესყიდვა და ეს არის 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია.

ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ სავაგონო პარკის განახლება და უკვე შემოვიყვანეთ 80 ერთეულამდე ახალი ვაგონი. სულ, ჯამში, ვაპირებთ, რომ წლის ბოლომდე 400 ახალი სატვირთო ვაგონი დავამატოთ ჩვენს სავაგონო პარკს.

სამგზავრო მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. 10 ახალი მატარებელი დაემატება სამგზავრო მატარებლების მოძრავ შემადგენლობაში. ასევე უკვე მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება 5 მატარებლის მოდერნიზაცია. ჯამში, ჩვენ სამგზავრო მიმართულებით გვექნება ის, რომ სრულად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განვახორციელებთ ყველა რეისს", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

აიღეთ ციფრული Amex ბარათი და ისარგებლეთ სპეციალური პირობებით

BM.GE

ევროპული სტანდარტი საქართველოში: როგორ ცვლის "დეკონცეპტი" ინტერიერის ქართულ ბაზარს

ევროპული სტანდარტი საქართველოში: როგორ ცვლის "დეკონცეპტი" ინტერიერის ქართულ ბაზარს

BM.GE

გავრცელებულ სავარაუდო აუდიოჩანაწერში ნანა ყეინიშვილი და Bitxchange-ის დამფუძნებელი წილების გადანაწილებაზე საუბრობენ

გავრცელებულ სავარაუდო აუდიოჩანაწერში ნანა ყეინიშვილი და Bitxchange-ის დამფუძნებელი წილების გადანაწილებაზე საუბრობენ

BM.GE

მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი

მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს 29.3%-ით ჩამორჩება - საქსტატი

BM.GE