მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წლის ბოლოს პროექტები გვექნება მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოსაცხადებლად, რომ უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა - კალაძე
წლის ბოლოს პროექტები გვექნება მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოსაცხადებლად, რომ უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა - კალაძე

წლის ბოლოს პროექტები გვექნება მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოსაცხადებლად, რომ უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა - კალაძე

BM.GE2 ივნისი, 2026, 04:10|bm.ge

თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, წლის ბოლოს პროექტი იგეგმება მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოსაცხადებლად, სადაც ტენდერში მონაწილეობას უცხოური კომპანიებიც მიიღებენ.

"წლის ბოლოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, კონკრეტული პროექტები გვექნება მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოსაცხადებლად, იმისთვის რომ უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა.

ვარკეთილზე რამდენი წლის განმავლობაში ვერ შევძელით ერთი მეტროსადგურის რეაბილიტაცია - კომპანია ვერ მოიძია ქვეყანაში, ვინც ამ პასუხისმგებლობას აიღებდა, ამიტომ გვაქვს საშუალება, რომ EBRD-ის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც წლის ბოლოს გვექნება უცხოურმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, შეკიდული ჭერი ჩამოინგრა (არა მზიდი კონსტრუქცია). 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.

ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა, პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს. სწორედ ამ კომპანიასთან გაიზარდა ხელშეკრუკლების ღირებულება 14.7 მლნ ლარამდე, რასაც დაემატა დახრილი გვირაბის რეაბილიტაციის 1.8 მილიონი ლარიც, რაც ჯამურად 16.5 მილიონი ლარია.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა ამჟამად ის 2025 წლის 17 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატესიმედი
  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE