
წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით $265.2 მლნ გაუარესდა - სებ
BM.GE|bm.ge
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, -32.4 მლრდ აშშ დოლარი (-85.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -79.7% -ია. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი -81.5 პროცენტი იყო). წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 265.2 მლნ დოლარით გაუარესდა.2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 22.2 მლრდ დოლარია (58.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 1.3 მლრდ დოლარით აღემატება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 54.6 მლრდ დოლარი (144.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა პერიოდის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით მეტია.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge