მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში ყველს უკანონოდ აწარმოებდნენ - ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა
წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში ყველს უკანონოდ აწარმოებდნენ - ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში ყველს უკანონოდ აწარმოებდნენ - ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 16:26|bm.ge

წყალტუბოში ყველის არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა და დაჯარიმდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მცხოვრები ფიზიკური პირის, ნ. მ.-ის საწარმოს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. ამასთან, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული პროდუქცია, რომელიც დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, სურსათის წარმოებისას მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობის ნორმები და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიმონი, კიტრი, საზამთრო, უმაღლესი განათლება|ყველაზე გაიაფებული პროდუქტები/სერვისები

ლიმონი, კიტრი, საზამთრო, უმაღლესი განათლება|ყველაზე გაიაფებული პროდუქტები/სერვისები

BM.GE

13 საბაზისო სურსათის ფასი 4.4%-ით შემცირდა|როგორ იცვლებოდა ფასები სექტემბერში ekalata.gov.ge-ზე?

13 საბაზისო სურსათის ფასი 4.4%-ით შემცირდა|როგორ იცვლებოდა ფასები სექტემბერში ekalata.gov.ge-ზე?

BM.GE

დღეს საკონსტიტუციოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა - ვინ შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს?

დღეს საკონსტიტუციოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა - ვინ შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს?

BM.GE

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

BM.GE