მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თუ გაქვთ მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება დაიხვეწოს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების პროგრამა, განსახილველად მზად ვართ" - მინისტრი
"თუ გაქვთ მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება დაიხვეწოს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების პროგრამა, განსახილველად მზად ვართ" - მინისტრი

"თუ გაქვთ მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება დაიხვეწოს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების პროგრამა, განსახილველად მზად ვართ" - მინისტრი

BM.GE29 მაისი, 2026, 23:16|bm.ge

"თუ გაქვთ მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება დაიხვეწოს იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების პროგრამა, განსახილველად მზად ვართ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უწყება მზად არის პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად, თუმცა ამას კონსტრუქციული მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია სჭირდება.

„როგორც კი ამ პროგრამის დანერგვა დავიწყეთ და გამოიცა სამთავრობო დადგენილება, მომენტალურად შევხვდით კლინიკებს - როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა სამედიცინო დაწესებულებებს. ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი. სხვადასხვა კლინიკები, მათ შორის ჟვანიას, ციციშვილისა და იაშვილის კლინიკები გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და შესაბამისად, ყველა მათგანმა დაიწყო ამ სერვისების იმპლემენტაცია და მიწოდება. ეს გულისხმობს სპეციალისტების საკმაოდ დიდ სპექტრს, რომელთა ჩართულობითაც, მაგალითად, წელიწადში ერთხელ განხორციელდება პაციენტის მდგომარეობაზე და დაავადების განვითარების დინამიკაზე პერმანენტული, სრულფასოვანი მონიტორინგი, რათა შემდგომში შედგეს მკურნალობის რელევანტური, ინდივიდუალური გეგმები. რასაკვირველია, ეს გულისხმობს გამოკვლევათა უზარმაზარ სპექტრს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე მოსაზრებით, პროტესტის ნაცვლად მუდმივი დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება საერთო საქმეს დაეხმარება.

„მოვისმინე, მაგალითად, განცხადება, რომ თითქოს რომელიღაც გამოკვლევის დამატება სურთ ამ ჩამონათვალში. ამას სჭირდება მუშაობა და კომუნიკაცია, რადგან ამ პროგრამაში ექიმების მიერ მოწოდებული ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არის საკითხები, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებს. შესაბამისად, თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით გაფართოვდეს პროგრამა, რასაკვირველია, ამის განსახილველადაც მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია. მე ძალიან კარგად მესმის მშობლების ასეთი განწყობა, დამოკიდებულება, სიჩქარე და ის, რომ მათთვის ყველაფერი ეს განსაკუთრებული ემოციურია. ეს ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, თუმცა ამის მიღმა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს თანამშრომლობა აღვადგინოთ და ამ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა შემთხვევაში იქნება სასარგებლო პაციენტთა მდგომარეობისთვის“ - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს როგორც 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ისე სრულწლოვან პაციენტებს. პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვეა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით აქციებს მართავენ, ისინი ღამეებს მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE