მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
თურქეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

თურქეთში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE4 მაისი, 2026, 18:16|bm.ge

თურქეთის სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აპრილში სამომხმარებლო ფასები წლიურ ჭრილში 32.37%-ით გაიზარდა. გასულ თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა 4.18% შეადგინა, რაც ეკონომისტების პროგნოზებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

Reuters-ის გამოკითხვის თანახმად, ანალიტიკოსები თვიურ ჭრილში ფასების 3.28%-იან, ხოლო წლიურად 31.25%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. ექსპერტების შეფასებით, ვითარების გაუარესება ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულ ენერგეტიკულ შოკს და საწვავის ფასების მკვეთრ მატებას უკავშირდება.

სექტორების მიხედვით, აპრილში ყველაზე მაღალი ინფლაცია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიმართულებით დაფიქსირდა, სადაც ზრდამ 8.94% შეადგინა. საცხოვრებელი სახლების სექტორში ფასები 7.99%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტის სფეროში მაჩვენებელი 4.29%-ით შეიცვალა. რაც შეეხება სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს, ამ კატეგორიაში პროდუქცია 3.7%-ით გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ მარტში ქვეყანაში ინფლაციის ტემპი შედარებით დაბალი იყო და თვიური ზრდა მხოლოდ 1.94%-ს შეადგენდა.

ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე მზარდი ინფლაციური რისკების შესახებ გაფრთხილება უკვე გაავრცელა. უწყებამ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად, 37%-ზე დატოვა და განმარტა, რომ ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენასა და შესაძლო მეორად ეფექტებს დეტალურად აკვირდება. ამასთან, თებერვალში მარეგულირებელმა წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზირებადი დიაპაზონი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის 15-21%-ის ფარგლებში განსაზღვრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE