მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება
თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 20:48|bm.ge

ინტენსიური თოვისა და მოსალოდნელი ლიპყინულის წარმოქმნის გამო, თუშეთის მიმართულებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის პირობები შემდეგნაირად შეითზღუდა:

• კმ39–კმ45 მონაკვეთზე (აბანოს უღელტეხილის ზონა): დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. • კმ12–კმ38 და კმ46–კმ72 მონაკვეთებზე: დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. • კმ1–კმ12 მონაკვეთზე: ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, თუშეთის მიმართულებით გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, იმოძრაონ შესაბამისად აღჭურვილი ტრანსპორტით და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვისურვებდი, ხელისუფლებისთვის ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა უფრო პრიორიტეტული იყოს | Wasteless-ის თავმჯდომარე

ვისურვებდი, ხელისუფლებისთვის ნარჩენების მართვა და გარემოს დაცვა უფრო პრიორიტეტული იყოს | Wasteless-ის თავმჯდომარე

BM.GE

2027 წლიდან უეფას ტურნირებისთვის ბურთებს "ნაიკი" შეკერავს

2027 წლიდან უეფას ტურნირებისთვის ბურთებს "ნაიკი" შეკერავს

BM.GE

რამდენი დახარჯა რუსეთმა ქერჩის ხიდის ასაშენებლად და დასაცავად? | ზარალი რამდენიმე მილიარდი დოლარია

რამდენი დახარჯა რუსეთმა ქერჩის ხიდის ასაშენებლად და დასაცავად? | ზარალი რამდენიმე მილიარდი დოლარია

BM.GE

Lamborghini-მ სრულად ელექტრომობილების გამოშვება მინიმუმ 2030 წლამდე გადადო - კომპანია აქცენტს ჰიბრიდებზე აკეთებს

Lamborghini-მ სრულად ელექტრომობილების გამოშვება მინიმუმ 2030 წლამდე გადადო - კომპანია აქცენტს ჰიბრიდებზე აკეთებს

BM.GE