
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
BM.GE|bm.ge
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 500 000 ლარი გამოეყო.
შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, თანხის გადარიცხვა თელავის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა.
2026 წლის 12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური სადგურების მიხედვით, ნალექების რაოდენობამ თელავის სადგურზე 57.3 მმ შეადგინა, რაც თელავისთვის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს, ხოლო იყალთოს სადგურზე - 40.1 მმ.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge