მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა
უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

BM.GE22 ივლისი, 2026, 16:18|bm.ge

უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.

კომერციულ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის 48 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც ერთწლიან ჭრილში 5 მილიარდი ლარით, ანუ 12%-ით გაზრდილი. ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი - 5.12 მილიარდი ლარის სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე არის გაცემული. ამასთან, აღნიშნული სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი (19%) ასწრებს ზოგადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპს, რაც 12%-ს შეადგენს.

უძრავი ქონების დეველოპმენტის შემდეგ დაკრედიტებაში მეორე პოზიციას 4.5 მილიარდი ლარით იკავებს სერვისების სექტორი (ზრდა 10%); უძრავი ქონების მენეჯმენტი 4.5 მილიარდი ლარი (ზრდა 26%) და სოფლის მეურნეობა 3.87 მილიარდი ლარი (ზრდა 9%).

ენერგეტიკაში დაკრედიტება წლიურად 20%-ით გაიზარდა 3.1 მილიარდ ლარამდე, სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის სეგმენტში ასევე 20%-ის ზრდაა და სექტორის სესხები 3 მილიარდი ლარი გახდა, ხოლო სასტუმროების და ტურიზმის სექტორში კი პორტფელი პირიქით 13%-ით 2.85 მილიარდ ლარამდე შემცირდა.

2026 წლის ივნისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:

სექტორი სასესხო პორტფელი 2026 წლის ივნისის მდგომარეობით - მილიონი ლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უძრავი ქონების დეველოპმენტი 5,122 მილიონი ლარი; 19% სერვისი 4,535 მილიონი ლარი; 10% უძრავი ქონების მენეჯმენტი 4,495 მილიონი ლარი; 26% სოფლის მეურნეობის სექტორი 3,871 მილიონი ლარი; 9% ენერგეტიკა 3,101 მილიონი ლარი; 20% სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა 2,994 მილიონი ლარი; 20% სასტუმროები და ტურიზმი 2,856 მილიონი ლარი; -13% სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა 2,123 მილიონი ლარი; -3% ვაჭრობა (სხვა) 2,106 მილიონი ლარი; -8% სამომხმარებლო საქონლის წარმოება 1,893 მილიონი ლარი; 0% საფინანსო ინსტიტუტები 1,476 მილიონი ლარი; 31% სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) 1,229 მილიონი ლარი; 22% ჯანდაცვა 1,073 მილიონი ლარი; -24% ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა 1,002 მილიონი ლარი; 23% რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები 948 მილიონი ლარი; 2% წარმოება (სხვა) 933 მილიონი ლარი; 1% ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები 881 მილიონი ლარი; 8% მათ შორის: ექსპორტიორები 864 მილიონი ლარი; 23% მძიმე მრეწველობა 770 მილიონი ლარი; -6% სხვა 689 მილიონი ლარი; 54% ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა 633 მილიონი ლარი; -9% ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები 521 მილიონი ლარი; 345% ავტომობილების დილერები 315 მილიონი ლარი; -13% საბითუმო ლომბარდი 288 მილიონი ლარი; 13% ფარმაცევტიკა 275 მილიონი ლარი; 30% ტელეკომუნიკაცია 275 მილიონი ლარი; -8% სახელმწიფო ორგანიზაციები 43 მილიონი ლარი. 28%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ს საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ს საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

BM.GE

მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

მუნიციპალიტეტებში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

BM.GE

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

4 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

BM.GE

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაში „SIAL Guangzhou” 11 ქართული კომპანია მონაწილეობს - სამინისტრო

BM.GE