მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა" - თბილისში, ინსპექციამ 40 ჰა მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა
"უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა" - თბილისში, ინსპექციამ 40 ჰა მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა

"უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა" - თბილისში, ინსპექციამ 40 ჰა მიწის მიტაცების ფაქტი აღკვეთა

BM.GE17 ივლისი, 2026, 16:19|bm.ge

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში სახელმწიფო ქონების მიტაცების მასშტაბური ფაქტი გამოავლინა - სამსახურმა რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონო მშენებლობების პროცესი და 40 ჰექტრამდე ტერიტორიის მიტაცების მცდელობა საწყის ეტაპზევე აღკვეთა.

ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

როგორც მერიის პრესრელიზშია აღნიშნული, სარეკრეაციო ზონაში არსებულ გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე განხორციელდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, სამართალდამრღვევებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განათავსეს 14 დაუსრულებელი მცირე ზომის კაპიტალური და 27 მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა და მავთულბადის ღობეები.

"გარდა ამისა, ტერიტორიის მითვისების მიზნით, სამართალდამრღვევების მხრიდან მიწის ნაკვეთების რკინის კონსტრუქციებით შემოღობვა და სამშენებლოდ მომზადების პროცესი ინტენსიურად გრძელდებოდა.

გლდანის რაიონში რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე ეს ტერიტორია 300 ჰექტარს აღემატება. ამ ეტაპზე სამართალდამრღვევების მიერ მსუბუქი კონტრუქციებით და ნაგებობებით, თვითნებურად იყო დაკავებული 40 ჰექტრამდე მიწა. აღნიშნული ტერიტორია განაშენიანებული და დასახლებული არ არის.

მიუხედავად სამსახურის არაერთი გაფრთხილებისა (როგორც ადგილზე, ისე საჯარო მიმართვის ფორმით) და მოწოდებისა, შეეწყვიტათ უკანონო სამუშაოები და თავადვე მოეხდინათ დემონტაჟი, სამართალდამრღვევები არ დაემორჩილნენ სამსახურის კანონიერ მოთხოვნას და პერიოდულად განაგრძობდნენ უკანონო შემოღობვების მოწყობას, ტერიტორიის თვითნებურად დაკავების მიზნით.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით სპეციალური ღონისძიება ჩაატარა", - იტყობინება მერია.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. ტერიტორია დასუფთავდა და ადგილიდან გაიტანეს სამშენებლო ნარჩენიც.

„გავნაგრძობთ ქმედით ღონისძიებებს უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო მიწის მიტაცების აღსაკვეთად. დღეს მასშტაბური ღონისძიება ჩავატარეთ გლდანში და გამოვათავისუფლეთ თვითნებურად დაკავებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარეკრეაციო ზონის სტატუსის მქონე ტერიტორია. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არცერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ უწყებებს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცაიმედი
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს

შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს

BM.GE

აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებები გაააქტიურა - დავით პაპიაშვილი

აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებები გაააქტიურა - დავით პაპიაშვილი

BM.GE

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 20-წლიან მინიმუმამდე შეამცირეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 20-წლიან მინიმუმამდე შეამცირეს

BM.GE

პუტინმა პატიმრობაში მყოფ რობერტ ქოჩარიანს დაბადების დღე მიულოცა

პუტინმა პატიმრობაში მყოფ რობერტ ქოჩარიანს დაბადების დღე მიულოცა

BM.GE