მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ EU-სგან სესხის პირველი, €3.2-მილიარდიანი ტრანში მიიღო - ფონ დერ ლაიენი
უკრაინამ EU-სგან სესხის პირველი, €3.2-მილიარდიანი ტრანში მიიღო - ფონ დერ ლაიენი

უკრაინამ EU-სგან სესხის პირველი, €3.2-მილიარდიანი ტრანში მიიღო - ფონ დერ ლაიენი

BM.GE25 ივნისი, 2026, 16:59|bm.ge

უკრაინამ ევროკავშირის €90 მილიარდის ოდენობის მხარდაჭერის სესხის პირველი ტრანში - €3.2 მილიარდი მიიღო - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

აღნიშნული €3.2 მილიარდი კიევს საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვასა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში დაეხმარება. მეორე, დაახლოებით €6-მილიარდიანი ტრანში, რომელიც დრონების წარმოებისთვისაა განკუთვნილი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

"დღეს ამ სესხის ფარგლებში პირველ ტრანშს ვრიცხავთ; ეს არის ზუსტად €3.2 მილიარდის ფინანსური დახმარება. ეს აჩვენებს, რომ ევროპის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია", - მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტმა ხუთშაბათს უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს პოლონეთში, გდანსკში მიმდინარე უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.

ეს განცხადება სესხის გაცემასთან დაკავშირებულ ექვსთვიან პოლიტიკურ ბრძოლაში გარდამტეხი მომენტია.

ცნობისთვის, ევროკავშირის 27-მა ლიდერმა საგანგებო დახმარების პაკეტი დეკემბერში მას შემდეგ დაამტკიცა, რაც რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ინოვაციური ინიციატივა ბოლო წუთს ჩაიშალა. ალტერნატივად მათ 90-მილიარდიანი სესხის გაცემა საერთო ვალის აღების გზით გადაწყვიტეს. უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა ამ სქემაში მონაწილეობისგან გათავისუფლებაზე შეთანხმებას მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

2026 წლისთვის ბრიუსელმა €45 მილიარდი განსაზღვრა, საიდანაც €16.7 მილიარდი ფინანსურ მხარდაჭერაზე, ხოლო €28.3 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე განაწილდება. დაფინანსების გაცემა კიევის მიერ რეფორმების გატარებაზეა დამოკიდებულია. კორუფციასთან ბრძოლის პროცესში ნებისმიერმა უკუსვლამ შესაძლოა დახმარების დროებითი შეჩერება გამოიწვიოს.

დარჩენილი €45 მილიარდი 2027 წლისთვისაა რეზერვირებული და უკრაინის დაფინანსების საჭიროების ორ მესამედს დაფარავს. მოსალოდნელია, რომ დარჩენილ ერთ მესამედს დასავლელი მოკავშირეები უზრუნველყოფენ.

სესხის პროცენტს (წლიურად დაახლოებით €3 მილიარდი) საერთო სესხის აღებაში მონაწილე 24 წევრი სახელმწიფო დაფარავს. უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეთხოვება, თუ რუსეთი ომის რეპარაციების გადახდაზე დათანხმდება, რასაც მოსკოვი კატეგორიულად გამორიცხავს.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ რეპარაციების არარსებობის შემთხვევაში იტოვებს უფლებას, რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 210 მილიარდი ევრო გამოიყენოს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების და ხარჯების დათვლისთვის ADB-მა ტენდერი გამოაცხადა

თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების და ხარჯების დათვლისთვის ADB-მა ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცხოველის საკვების წარმოებისთვის ცოცხალი GMO ორგანიზმების იმპორტი დაიშვა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც ცხოველის საკვების წარმოებისთვის ცოცხალი GMO ორგანიზმების იმპორტი დაიშვა

BM.GE

თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტატუსს, ბინადრობა გაუუქმდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

თუ უცხოელი სტუდენტი 90 დღეზე მეტი ვადით შეიჩერებს სტატუსს, ბინადრობა გაუუქმდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

BM.GE