მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინამ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა
უკრაინამ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

BM.GE1 ივნისი, 2026, 19:30|bm.ge

უკრაინის სპეცოპერაციების ძალებმა ციმბირიდან ევროპისკენ მიმავალი ნავთობსადენის საკვანძო სადგური დაბომბეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთში, კიროვის ოლქში მდებარე მსხვილი ნავთობსადენის საწარმოო სადგურსა და როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე იერიში მიიტანეს.

როგორც ირკვევა, 31 მაისის ღამით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე უკრაინის საზღვრიდან თითქმის 1200 კილომეტრის დაშორებით მდებარე ობიექტი „ლაზარევო“ იყო. დასახელებული პუნქტი ნავთობსადენ „სურგუტ-პოლოცკის“ საკვანძო კვანძს შეადგენს, რომლის საშუალებითაც ნედლეული ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან ბალტიისპირეთის პორტებსა და ბელარუსში ტრანსპორტირდება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სადგური ნავთობსადენების მთავარ სისტემა „დრუჟბასთანაც“ არის დაკავშირებული. ეს ინფრასტრუქტურა რუსულ მხარეს რუსეთის ევროპულ ნაწილში არსებულ ორ უმსხვილეს მაგისტრალს შორის ნავთობის სწრაფი გადაქაჩვის შესაძლებლობას აძლევს.

პარალელურად, უკრაინულმა დრონებმა როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზა „აგროპროდუქტიც“ დააზიანეს. საზღვართან ახლოს მდებარე ამ ობიექტზე დიდი მოცულობის რეზერვუარები, საავტომობილო და სარკინიგზო ტერმინალები და ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამხედრო უწყების განცხადებით, მოწინააღმდეგის ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმები რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალს ასუსტებს და ის მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენაიმედი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ინფრასტრუქტურის →რუსული →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE