
უკრაინამ უფაში რუსულ ნავთობ ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში იერიში მეორედ მიიტანა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ უფაში მდებარე მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე ბოლო ერთ კვირაში მეორედ მიიტანეს იერიში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც AP წერს, რუსულ ნავთობის ობიექტებზე თითქმის ყოველდღიურმა თავდასხმებმა ქვეყანაში საწვავის კრიზისი გამოიწვია და ომის დაწყებიდან მეხუთე წელს, კრემლზე პოლიტიკური ზეწოლა გაზარდა.
უფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საპოხი მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთში და ის უკრაინის საზღვრიდან 1 000 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინამ ასევე დაარტყა რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას რუსეთის პენზის ოლქში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარეობს - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის ოფიციალურ პირებს დარტყმები არ დაუდასტურებიათ. თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ განაცხადა, რომ რუსეთის 16 რეგიონის, ანექსირებული ყირიმის, ასევე აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიის თავზე 179 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
პენზის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ მელნიჩენკომ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და მშენებარე შენობას დაეცა.
უკრაინის შიდა წარმოების დრონები და რაკეტები უკვე თვეებია აქტიურ დარტყმებს აყენებენ რუსეთის ნავთობის ობიექტებს, მათ შორის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, ტერმინალებს, საცავებსა და მილსადენების სატუმბ სადგურებს.
ამის გამო, რუსეთის ბევრ რეგიონში საწვავის ლიმიტები შემოიღეს.
BM.GE
წყარო: bm.ge