მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უკრაინაში Patriot-ის წარმოების საკითხი პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილია" - ზელენსკი
"უკრაინაში Patriot-ის წარმოების საკითხი პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილია" - ზელენსკი

"უკრაინაში Patriot-ის წარმოების საკითხი პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილია" - ზელენსკი

BM.GE10 ივლისი, 2026, 18:35|bm.ge

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა Patriot-ის საზენიტო სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. არსებული ინფორმაციით, ამერიკული მხარე უახლოეს დღეებში უკრაინას თავდაცვითი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის ტექნიკურმა ჯგუფებმა მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყეს. უკრაინული მხარის განცხადებით, ისინი ადგილობრივი წარმოების პროცესის დაწყებას ლიცენზიების მიღებიდან მალევე გეგმავენ.

საყურადღებოა, რომ Patriot-ებზე შეთანხმების პარალელურად, უკრაინული მხარე ვაშინგტონთან ერთობლივი დრონების წარმოების შესახებაც აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეებს შორის ოფიციალური შეთანხმება ჯერ გაფორმებული არ არის, თუმცა აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული წარმოების საჰაერო და საზღვაო უპილოტო აპარატები გასატესტად უკვე მიიღო.

Reuters-ის ცნობით, პარალელურად, კიევი ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ახალი ანტისარაკეტო სისტემის შექმნაზეც მუშაობს. საუბარია Patriot-ის ანალოგ საზენიტო სისტემასთან, რომლის წარმოებაც შედარებით იაფი დაჯდება. ამჟამინდელი ცნობებით, ამ საკითხზე მხარეები საფრანგეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უახლოეს მომავალში იმსჯელებენ.

ცნობისთვის, Patriot-ი ამერიკული წარმოების წამყვანი საჰაერო თავდაცვის სისტემაა. მას რუსული ბალისტიკური რაკეტების ეფექტურად განადგურება შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 252 სტატია.

  • დასავლური მედია უკრაინაში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაზე წერსიმედი
  • ყაველაშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა - მიმართვაში რუსული აგრესია არ უხსენებიატვ პირველი
  • ევროკომისია უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფსფორმულა
  • "ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს" - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავსრუსთავი 2
უკრაინის →საკითხებში →

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE