მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი რიგით მეოთხე კორუფციულ საქმეზე წაუყენეს
უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი რიგით მეოთხე კორუფციულ საქმეზე წაუყენეს

უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ბრალი რიგით მეოთხე კორუფციულ საქმეზე წაუყენეს

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 18:49|bm.ge

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ქვეყნის ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეროვნული ერთიანობის ყოფილ მინისტრს, ოლექსი ჩერნიშოვს ფიქტიური დასაქმების სქემით საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა.

უწყების განმარტებით, ჩერნიშოვმა შექმნა სქემა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში ფიქტიურად გაფორმებული ხუთი პირი ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა. რეალურად კი ეს პირები ყოფილი მინისტრის პირად მძღოლებად და მცველებად მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა სამინისტროს ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელსაც, რომლებიც ფიქტიურად დასაქმებულთა შესრულებული სამუშაოს ყალბ დოკუმენტებს სისტემატურად ხელს აწერდნენ. როგორც ირკვევა, ამ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ფიქტიურ თანამშრომლებს ხელფასები ერიცხებოდათ.

რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრულ სხვა საქმეებს, 2025 წლის ივნისში ჩერნიშოვს ბრალი ქრთამის აღებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში წაუყენეს. იმავე თვის ბოლოს ის ვიცე-პრემიერისა და მინისტრის თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ნოემბერში ანტიკორუფციულმა ბიურომ ყოფილ მინისტრს ბრალდება უკანონო გამდიდრების კიდევ ერთ საქმეზეც წარუდგინა, რომელიც სახელმწიფო ბირთვულ მონოპოლისტ Energoatom-თან დაკავშირებულ $100-მილიონიან კორუფციულ სქემას ეხებოდა.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერების მიხედვით, სქემის მონაწილეებმა ჩერნიშოვს $1.2 მილიონი და €100,000 გადასცეს.

ყველაზე ბოლოს, 2026 წლის მაისში ჩერნიშოვს ბრალი ფულის გათეთრების მორიგ საქმეზე წაუყენეს, რაც კიევის მახლობლად ძვირადღირებული სახლების მშენებლობას უკავშირდებოდა. საგამოძიებო პროექტ Bihus.info-ს ცნობით, ამ სახლების მშენებლობას ყოფილი მაღალჩინოსანი სწორედ Energoatom-ის სქემიდან მიღებული თანხებით აფინანსებდა.

ცნობისთვის, 2019 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ოლექსი ჩერნიშოვი სხვადასხვა მაღალ სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა, მათ შორის კიევის ოლქის გუბერნატორის, თემებისა და რეგიონული განვითარების მინისტრისა და სახელმწიფო ნავთობგაზის კომპანია Naftogaz-ის ხელმძღვანელის პოსტებზე მუშაობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • გერმანია უკრაინის მხარდაჭერის მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კიევისთვის დახმარების შემცირების მსურველთა რაოდენობა იზრდება - ბორის პისტორიუსირუსთავი 2
  • ევროკომისიამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის წესები დაამტკიცატვ პირველი
  • Medusa-სა და Mediazona-ს შეფასებით, უკრაინაში 720 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპაფორმულა
  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

რატომ გაძვირდა მთის კურორტებზე საბაგიროების აბონემენტები - ფინანსთა მინისტრის პასუხი

რატომ გაძვირდა მთის კურორტებზე საბაგიროების აბონემენტები - ფინანსთა მინისტრის პასუხი

BM.GE

„ვისოლმა“ „ვიგოს“ 45-ე ავტოგასამართი სადგური რუსთავში გახსნა

„ვისოლმა“ „ვიგოს“ 45-ე ავტოგასამართი სადგური რუსთავში გახსნა

BM.GE

აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა - რა წერია დასკვნაში

აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა - რა წერია დასკვნაში

BM.GE

მთავრობამ RMG ჯგუფის კომპანიას ოქრო-ვერცხლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა | „ჯორჯიან გოლდ კომპანის“ ვალდებულებები

მთავრობამ RMG ჯგუფის კომპანიას ოქრო-ვერცხლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა | „ჯორჯიან გოლდ კომპანის“ ვალდებულებები

BM.GE