
უკრაინულმა დრონებმა სამარის ოლქში რუსეთის უდიდეს ნავთობსაცავზე იერიში მიიტანეს
2 ნოემბრის ღამით რუსეთის სამარის ოლქზე უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Astra-ს ცნობით, დარტყმის სამიზნე დასახლება პროსვეტის მახლობლად მდებარე სამარის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგური გახდა.
აღსანიშნავია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო, სამარის აეროპორტმა მუშაობა ორი საათით შეაჩერა.
ინფორმაციისთვის, ეს ობიექტი კომპანია Transneft-ის ქსელს ეკუთვნის და ევროპაში ნავთობის უმსხვილეს საცავად მიიჩნევა. ინფრასტრუქტურულ კვანძს ოთხი მაგისტრალური მილსადენი უერთდება. ამ მილსადენებით კი ნედლი ნავთობი დასავლეთ ციმბირიდან, თათრეთიდან, ორენბურგის ოლქიდან და ყაზახეთიდან მოედინება.
ცნობისთვის, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამარის სადგურზე იერიში ოქტომბერშიც რამდენჯერმე მიიტანეს. მაშინ დარტყმების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა და საწვავის რამდენიმე ავზი დაზიანდა.
BM.GE
წყარო: bm.ge