მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უმოკლეს ვადაში" "იმედის ბანკის" შექმნის ანონსიდან 5 თვე გავიდა|შევიდა თუ არა ეროვნულ ბანკში განაცხადი?
"უმოკლეს ვადაში" "იმედის ბანკის" შექმნის ანონსიდან 5 თვე გავიდა|შევიდა თუ არა ეროვნულ ბანკში განაცხადი?

"უმოკლეს ვადაში" "იმედის ბანკის" შექმნის ანონსიდან 5 თვე გავიდა|შევიდა თუ არა ეროვნულ ბანკში განაცხადი?

BM.GE5 აგვისტო, 2026, 16:33|bm.ge

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელების მხრიდან, "უმოკლეს ვადაში" "იმედის ბანკის" შექმნის დაანონსებიდან 5 თვე გავიდა და BMG დაინტერესდა, შევიდა თუ არა ეროვნულ ბანკში განაცხადი.

"უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი" - "იმედის" განცხადება

რამდენიმეკვირიანი ლოდინის შემდეგ, ეროვნული ბანკიდან მოგვწერეს, რომ “საბანკო საქმიანობის დაწყების ლიცენზიის მაძიებელთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავად კონკრეტული სუბიექტის მხრიდან არის ამის მზაობა და თანხმობა”.

სებ-მა, ჯერჯერობით, უპასუხოდ დატოვა BMG-ს დამაზუსტებელი კითხვა - ნიშნავს თუ არა მარეგულირებლის წერილობითი პასუხი იმას, რომ თავად ტელეკომპანიის მფლობელებს არ სურთ ინფორმაციის გასაჯაროება.

რა არის საჭირო საქართველოში ბანკის შესაქმნელად? - ₾50 მლნ საზედამხედველო კაპიტალი...

თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განაცხადს განვიხილავთ - სებ

ეროვნული ბანკის პასუხი BMG-ის:

“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი კომერციული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, საბანკო საქმიანობის დაწყების ლიცენზიის მაძიებელთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავად კონკრეტული სუბიექტის მხრიდან არის ამის მზაობა და თანხმობა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მხრიდან, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება წესის მიხედვით ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტულ სუბიექტზე გაიცემა საბანკო საქმიანობის დაწყების ლიცენზია”.

შეიტანეს თუ არა სანქცირებული ტელევიზიის მფლობელებმა ეროვნულ ბანკში საბანკო ლიცენზიის მოთხოვნაზე განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია, ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად BMG “იმედის” ჰოლდინგის 50%-იან მეწილე ილია მიქელაიშვილთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ - უშედეგოდ. ჩვენ ზარებს არც კომპანიის დირექტორმა და 10%-იანმა მეწილემ მარიამ ლომიძემ უპასუხა.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა "ტელეიმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ არხების დასანქცირება რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის მოხდა. სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ "ტელეიმედის" მფლობელი 2026 წლის 6 თებერვალს შეიცვალა - ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა, "ტელეიმედის" მფლობელი კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 50%, რომელიც GDS-სა და რადიო იმედსაც მოიცავს, "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა, მეორე 50%-ის მფლობელები კი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში არსებული პირები - მარიამ ლომიძე (10%); ვასილ კალანდარიშვილი (10%); ირაკლი ჩიხლაძე (10%); ნათია სონღულაშვილი (10%) და მაია ჩიგოშვილი (10%).

დიდი ბრიტანეთის სანქცირებიდან ორ დღეში, 3 დღეში, 27 თებერვალს “იმედმა” განცხადება გაავრცელა, სადაც მფლობელებმა საკუთარი ბანკის შექმნა დაანონსეს. “საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი“, - ეწერა განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით, თბილისში რეგიონის მასშტაბით პირველად, 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
  • ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაშირუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერსტვ პირველი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

BM.GE

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

BM.GE