მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირის წევრობის პროცესი და ასოცირების პროცესი" - პროფესორი
"უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირის წევრობის პროცესი და ასოცირების პროცესი" - პროფესორი

"უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირის წევრობის პროცესი და ასოცირების პროცესი" - პროფესორი

BM.GE7 ივნისი, 2026, 11:01|bm.ge

"უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ევროკავშირის წევრობის პროცესი და ასოცირების პროცესი" - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ირაკლი სამხარაძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა 2023 წლიდან და ასოცირებული სახელმწიფო 2014 წლიდან და ამ დროისთვის არსებული პოლიტიკური გაურკვევლობები არ მოქმედებს ასოცირების პროცესზე.

ცნობისთვის, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საერთაშორისო სამართლებრივი კონფერენციების სერიას გეგმავს, რომელიც ქართველ და საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ წრეებს გააერთიანებს. კონფერენცია 4-5 ივნისს იგეგმება და მისი მთავარი გზავნილი და თემა იქნება ევროკავშირის სამართლის ტრანსფორმაცია, კანდიდატი ქვეყნების სამართლებრივი და ინსტიტუციური განვითარება, ევროპული სტანდარტების დანერგვა და ყურადღება დაეთმობა იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალთან არის დაკავშირებული.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა აღნიშნული კონფერენციის გამართვა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, წევრობის მიმართ არსებული პოლიტიკური გაურკვევლობების ნიადაგზე, განსაკუთრებით მეტად იჩენს თავს ისეთი საკითხების ანალიზი, თუ რა შეიძლება იყოს ევროპული მომავალი. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან - ეს არის წევრობის პროცესი და ამავდროულად ეს არის ასოცირების პროცესი. საქართველო არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა 2023 წლიდან, მაგრამ ჩვენ ასოცირებული სახელმწიფო ვართ ჯერ კიდევ 2014 წლიდან. და ეს პოლიტიკური გაურკვევლობები არ მოქმედებს ასოცირების პროცესზე. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, ასოცირების პროცესი არის მკაცრი სამართლებრივი, ინსტიტუციური პროცესი, შესაბამისად წევრობა, რომელიც თავის მხრივ პოლიტიკური პროცესია და ამ შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირების საგანია, პირდაპირ გავლენას არ ახდენს ასოცირების პროცესზე. შესაბამისად, ასოცირების პროცესი ძალაში რჩება, უფრო მეტიც, ღრმავდება კიდეც და ამას ეთმობა ჩვენი კონფერენცია, რომელიც სხვადასხვა სამართლებრივი დარგების ანალიზის საფუძველზე შეეცდება ამ ინტეგრაციული სიღრმის თანამედროვე მოვლენებისადმი შესაბამისი რეაგირების გამოვლენას”, - აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორმა ირაკლი სამხარაძემ.

მისივე თქმით, კონფერენციაზე დაახლოებით 150-მდე მონაწილეს ელოდებიან. მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

"გვინდა, ქართული სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული კურსისადმი კიდევ ერთხელ მოვახდინოთ და მესიჯი, რომელსაც გავაგზავნით, მათ შორის არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპის მიმართ, იყოს მკაფიო და ცალსახა. ამიტომ, ვინაიდან ვამბობთ, რომ პროცესს, რომელიც ინსტიტუციურად და სამართლებრივად ჯერ კიდევ ღრმად ფესვგადგმულია და ძალაშია, სჭირდება შენარჩუნება, მოვლა და განვითარება. შესაბამისად, ის ინტელექტუალური რესურსი და მკაფიო სამართლებრივი გზავნილები, რომელიც გაჟღერდება კონფერენციაზე, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ამ ქართულ და ევროპის კავშირს შორის არსებულ ღრმა, ფესვგადგმულ და მრავალწლიან ისტორიაში. შესაბამისად, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია - ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს დასავლეთევროპული სახელმწიფოებიდან, ანუ ფაქტობრივად იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ევროპული კავშირის სამართლის გულისცემა", - დასძინა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ბოლო ერთ წელში ₾240 მლნ დაიზოგა - რომელ პროექტებს შეეხო ოპტიმიზაცია?

"სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ბოლო ერთ წელში ₾240 მლნ დაიზოგა - რომელ პროექტებს შეეხო ოპტიმიზაცია?

BM.GE

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE

Moderna და სხვა ჯგუფები ებოლას ვაქცინის შესამუშავებლად $60 მილიონს მიიღებენ

Moderna და სხვა ჯგუფები ებოლას ვაქცინის შესამუშავებლად $60 მილიონს მიიღებენ

BM.GE

Stellantis-ი საფრანგეთში ინვესტიციებს ზრდის და Peugeot-ს ახალი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

Stellantis-ი საფრანგეთში ინვესტიციებს ზრდის და Peugeot-ს ახალი ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

BM.GE