მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნებართვო საქმიანობა და დარღვევები - ქუთაისში აგროქიმიკატების ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
უნებართვო საქმიანობა და დარღვევები - ქუთაისში აგროქიმიკატების ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

უნებართვო საქმიანობა და დარღვევები - ქუთაისში აგროქიმიკატების ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

BM.GE13 აგვისტო, 2026, 20:37|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინა, რის გამოც ინდივიდუალური მეწარმე დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმე ე. ყ. (მისამართი: ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი) ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სეს-ის სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია უწყების მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების აქტიურ კონტროლს მომავალშიც გააგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნაიმედი
  • ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინესრუსთავი 2
  • შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისში ქალის დაყაჩაღება სცადაფორმულა
  • ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელმაც ავტომანქანის გაქურდვა სცადატვ პირველი
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია - RS

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია - RS

BM.GE

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა - შსს შეტყობინება

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა - შსს შეტყობინება

BM.GE

PLUS პროგრამა- ღირებულებად ქცეული ლოიალობა

PLUS პროგრამა- ღირებულებად ქცეული ლოიალობა

BM.GE