მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ვეტოს ხსნის
უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ვეტოს ხსნის

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ვეტოს ხსნის

BM.GE4 ივნისი, 2026, 13:40|bm.ge

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ვეტოს მოხსნას აპირებს. როგორც Financial Times-ი წერს, უნგრეთმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, მოხსნას ორწლიანი ვეტო, რაც კიევსა და მოლდოვას ევროკავშირთან მოლაპარაკებების პირველი ე.წ. „ფუნდამენტური“ კლასტერის გახსნასთან დააახლოებს.

კერძოდ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა და კიევმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინაში მცხოვრები დაახლოებით 100-ათასიანი უნგრული უმცირესობის უფლებების გაფართოებაზე. მისი თქმით, შეთანხმება მოიცავს ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაძლიერებას.

ცნობისთვის, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები 2022 წლის ივნისში გახდნენ. 2025 წლის იანვარში ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა დაწყებულიყო მოლაპარაკებები ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, თუმცა ეს ნაბიჯი უნგრეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა.

ორბანის მემკვიდრის, პეტერ მადიარის გუშინდელი გადაწყვეტილება კი, ორივე ქვეყნისთვის 15 ივნისს მოლაპარაკებების დაწყებას გზას უხსნის.

მადიარმა განცხადებაში განაცხადა, რომ ბუდაპეშტი მხარს დაუჭერს კიევის გაწევრიანების პროცესს „უკრაინასთან ყოვლისმომცველი შეთანხმების“ სანაცვლოდ უნგრული უმცირესობის ენობრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და პოლიტიკური უფლებების გაფართოების შესახებ.

„უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების ეტაპობრივი გადაწყვეტილება ისტორიული მომენტია როგორც კანდიდატი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის“, - განაცხადა კვიპროსის ევროპის მინისტრის მოადგილემ, მარილენა რაუნამ, რომელიც ბლოკის ამჟამინდელი თავმჯდომარეა. რაუნამ დასძინა, რომ კვიპროსმა „გულმოდგინედ და ინკლუზიურად იმუშავა ყველა წევრ სახელმწიფოსთან ხელშესახები პროგრესის უზრუნველსაყოფად“.

როგორც Financial Times-ი წერს, უნგრეთის გადაწყვეტილების ცვლილება გუშინ საღამოს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრის ბოლოს მოხდა, რამაც ტექნიკური პროცესების დაჩქარება გამოიწვია, რათა პირველი კლასტერის ოფიციალური გახსნა 11 დღეში მომზადებულიყო.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 33 მოლაპარაკების თავისგან შედგება, რომლებიც ექვს თემატურ კლასტერშია გაერთიანებული. პირველი კლასტერი, რომელსაც „ფუნდამენტური“ ეწოდება, მოიცავს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და სასამართლო სისტემის საკითხებს. სწორედ ეს კლასტერი იხსნება პირველი და იხურება ბოლო ეტაპზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →პროცესი →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE