მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უნგრეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადაყენებისთვის ემზადება
უნგრეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადაყენებისთვის ემზადება

უნგრეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადაყენებისთვის ემზადება

BM.GE14 ივლისი, 2026, 02:10|bm.ge

უნგრეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მიერ ინიციირებული იმ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისთვის ემზადება, რომელიც მიზნად პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის თანამდებობიდან გადაყენებას ისახავს.

ქვეყნის ახალი ლიდერი პრეზიდენტს ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის "მარიონეტს" უწოდებს და აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის დემონტაჟს განახორციელებს.

მადიარის თქმით, მმართველმა პარტია Tisza-მ სისტემური ცვლილებებისთვის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლებისგან მკაფიო მანდატი უკვე მიიღო და “ახლა მათი ვალია, ეს დაკვეთა შეასრულონ”.

Tisza-ს მიერ ინიციირებული დოკუმენტი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვის არგუმენტს ეყრდნობა და მიზნად საკონსტიტუციო დემოკრატიის აღდგენისთვის აუცილებელი წინაპირობების შექმნას ისახავს. პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ შეწყდება. პრემიერის განმარტებით, თუ შულიოკი კანონს ხუთი დღის ვადაში არ მოაწერს ხელს, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, ან მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით, პარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

ტამაშ შულიოკი უკვე გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს და განაცხადა, რომ ის ვიქტორ ორბანის პოლიტიკური დღის წესრიგით არ ცხოვრობს, შესაბამისად, მიუკერძოებელი და ნეიტრალურია და არ შეიძლება მისი გადაყენება. საყურადღებოა, რომ გასულ კვირას ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-მა შულიოკის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ტამაშ შულიოკი პარლამენტმა პრეზიდენტად 2024 წელს აირჩია, მანამდე კი ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პარლამენტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენიმედი
  • ჯაფარიძე: ტყუილია, რომ გილაური პარლამენტში შესვლას ითხოვდანეტგაზეთი
  • NABU-მ უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და პარლამენტში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყოფორმულა
  • პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სარეფერენდუმო კითხვა ცესკომ არ დაარეგისტრირატვ პირველი
პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE