მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. USA2Georgia-ს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლა დაევალა – კომპანიას AI-ის გამო მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინდა
USA2Georgia-ს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლა დაევალა – კომპანიას AI-ის გამო მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინდა

USA2Georgia-ს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლა დაევალა – კომპანიას AI-ის გამო მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინდა

BM.GE29 ივლისი, 2026, 14:50|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ (USA2Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქმე ეხებოდა საზღვარგარეთიდან ამანათების ტრანსპორტირების მომსახურებას. მომხმარებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირებისა და ლოქერში განთავსების საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი, ამანათების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

სააგენტოს შესწავლით დადგინდა, რომ მომხმარებელი კომპანიისგან ინფორმაციის მიღებასა და პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, თუმცა მას მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული ასისტენტი პასუხობდა. ჩატბოტი მომხმარებელს ერთსა და იმავე ავტომატიზებულ პასუხს აწვდიდა, ვერ უზრუნველყოფდა საკითხის ინდივიდუალურ განხილვას და არც კომპანიის რეალურ წარმომადგენელთან აკავშირებდა.

სააგენტოს განმარტებით, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს მომხმარებლის წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან. კომპანია ვალდებულია, მომხმარებელს შეუქმნას ეფექტიანი და შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა.

„ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ვერ იღებს კონკრეტულ პასუხს. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს მისი დაკავშირება რეალურ წარმომადგენელთან, რომელიც საკითხს ინდივიდუალურად და კომპეტენტურად განიხილავს“, - აცხადებენ GCCA-ში.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, USA2Georgia-ს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორება კი დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

BM.GE

სიმონ ჯანაშია PISA-ზე: "გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა, არამედ იმას, რაც ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს"

სიმონ ჯანაშია PISA-ზე: "გვაჩვენებს არა იმას, თუ რა იციან მოსწავლეებმა, არამედ იმას, რაც ამ ტესტისთვის გამოიმუშავეს"

BM.GE

დეველოპერების გაყიდვების მინიმუმ 60% შიდა განვადებებზე მოდის... ნებართვების ტემპი უნდა შემცირდეს - ზუკა თავყელიშვილი

დეველოპერების გაყიდვების მინიმუმ 60% შიდა განვადებებზე მოდის... ნებართვების ტემპი უნდა შემცირდეს - ზუკა თავყელიშვილი

BM.GE

The Beatles-ის კვალი მეცნიერებაში - ჯგუფის სიმღერები 3 000-ზე მეტი სტატიის სათაურშია გამოყენებული

The Beatles-ის კვალი მეცნიერებაში - ჯგუფის სიმღერები 3 000-ზე მეტი სტატიის სათაურშია გამოყენებული

BM.GE