მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "უსაფრთხოებაზე ერთად თუ არ ვიზრუნეთ, მარტო "თბილისი ენერჯი" ვერაფერს გახდება" - რეკომენდაციები
"უსაფრთხოებაზე ერთად თუ არ ვიზრუნეთ, მარტო "თბილისი ენერჯი" ვერაფერს გახდება" - რეკომენდაციები

"უსაფრთხოებაზე ერთად თუ არ ვიზრუნეთ, მარტო "თბილისი ენერჯი" ვერაფერს გახდება" - რეკომენდაციები

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 22:43|bm.ge

გაზის დაგროვების შედეგად აფეთქებისგან თავის დაზღვევის მთავარ გარანტიად სპეციალისტები გაჟონვის დეტექტორისა და ავტომატური ელექტროონკანის ერთობლიობას ასახელებენ. ამის შესახებ BMG-ს "თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილემ გიორგი ლეფსვერიძემ განუცხადა.

მან გაზის გაჟონვისა და აფეთქებისგან თავდაცვის "ოქროს სტანდარტზე", ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.

"ოქროს სტანდარტს გეტყვით იმ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, რაც ფონიჭალაში მოხდა: ყველა მომხმარებელი უნდა აღიჭურვოს გაზის გაჟონვის დეტექტორითა და შესაბამისი ელექტროონკანით. ეს სრულიად ლოგიკურია: თუ გაზს მოიხმარ, შენი ბინაც დაცული უნდა იყოს. ეს მოწყობილობა ისე მუშაობს, რომ სახლში ერთი თვითაც რომ არ იყოთ და გაზმა ჟონვა დაიწყოს, გაზმომარაგებას დაუყოვნებლივ გიკეტავთ. შემდგომ კი ჩვენი სპეციალისტების გარეშე გაზის მიწოდებას ვეღარც აღადგენთ. ეს კანონით უნდა რეგულირდებოდეს", - აცხადებს ლეფსვერიძე.

მისივე თქმით, გაზის აფეთქება მხოლოდ დახურულ სივრცეში დაგროვების შედეგად ხდება, ამიტომ ნებისმიერი საეჭვო სუნის იგნორირება კატეგორიულად დაუშვებელია:

"მინდა, ყველა ჩვენს აბონენტს მოვუწოდო, არ უგულებელყონ გაზის სუნი. ეს იქნება სკვერი, ეს იქნება სადარბაზო, სახლი - როგორც კი ოდნავ სუნს შეამჩნევენ, უნდა დარეკონ 114-ში", - განაცხადა "თბილისი ენერჯის" დირექტორის მოადგილემ.

კომპანიის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ კორპუსში ბუნებრივი აირით გამოწვეული საფრთხე არასდროს არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის პრობლემა. სპეციალისტების მიერ ჩაჭრილი ღია წვის კამერიანი დანადგარების თვითნებური აღდგენა ან საყოფაცხოვრებო უყურადღებობა მთელ სადარბაზოს აყენებს რისკის ქვეშ:

"როდესაც ჩვენი სპეციალისტები მითითებას მისცემენ და დანადგარს ჩაჭრიან, აბონენტებმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და ქსელი თვითნებურად აღარ აღადგინონ. ეს არ არის მარტო კონკრეტული ოჯახის საქმე - ეს მთელი სამეზობლოს საფრთხეა, რადგან შეცდომით დაყენებულმა დანადგარმა შეიძლება, მეზობლებიც საფრთხეში ჩააგდოს.

მარტო ჩვენი მხრიდან კონტროლით ვერაფერს გავხდებით. მარტივად გეტყვით: ვერასდროს გამორიცხავთ, რომ თქვენს კარის მეზობელს უბრალოდ დარჩეს მოშვებული გაზის კამფორა, ცეცხლი არ მოუკიდოს და სახლიდან გავიდეს. იქ დაგროვდება გაზი და შემდგომ, ნაპერწკლის ან თუნდაც ნათურის ანთების შემთხვევაში, შეიძლება, აფეთქება მოხდეს", - ამბობს გიორგი ლეფსვერიძე.

"თბილისი ენერჯის" ტექნიკური დირექტორის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო რეგულაციებთან ერთად უმთავრესია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების ამაღლება, რადგან კომპანია 600 000 აბონენტის ყოველკვირეულ შემოწმებას ვერ შეძლებს.

"რაც არ უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა, 600 000 აბონენტთან ყოველ კვირას ხომ ვერ ვივლით?! თუ თავად მოქალაქეებმა არ დააყენეს დეტექტორი და არ ამაღლდა მათი ცნობიერება - ყურადღებით იყვნენ გაზის დანადგარებთან და სახლიდან გასვლის წინ დაკეტონ ცენტრალური ონკანი - მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით. ყოველთვიურად, ელექტრონულ ქვითართან ერთად, ყველა მთავარ გზავნილს ვუგზავნით მოსახლეობას: იმ ქვითარში 12 რეკომენდაციაა გაწერილი, თუ რა უნდა გააკეთონ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან ავიცილოთ. თუ მოქალაქეებთან ერთად უსაფრთხოებაზე ერთობლივად არ ვიზრუნეთ, მარტო ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება", - აცხადებს ლეფსვერიძე.

მისივე თქმით, მცდარია მოსაზრება, თითქოს უბედური შემთხვევების უმრავლესობა დიდი ხნის დაკეტილ საცხოვრებლებში ხდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტრაგედიების უდიდესი ნაწილი დროებით საცხოვრებლებზე მოდის, სადაც მოიჯარეები ან მესაკუთრეები ქსელის უსაფრთხოებას სათანადოდ არ აკონტროლებენ.

"ბოლო ხუთი წლის მანძილზე 25 გარდაცვლილი ადამიანიდან, რომელთა უმეტესობაც CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, 24 შემთხვევა გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში იყო", - განმარტავს ლეფსვერიძე.

ამასთან, "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გეგმური შემოწმებების გარდა, თუ ნებისმიერ აბონენტს საკუთარ ბინაში არსებული ქსელის მდგომარეობა აინტერესებს ან ეჭვი ეპარება უსაფრთხოებაში, შეუძლია, დაუყოვნებლივ მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს და სპეციალისტები ქსელს ადგილზე დამატებით შეამოწმებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • „ბინა იყო დაკეტილი“ — „თბილისი ენერჯი“ ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმებაზე საუბრობსფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა - ნათია თამაზაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა - ნათია თამაზაშვილი

BM.GE