მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უცხოელებზე შრომითი ბინადრობის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - დადგენილება
უცხოელებზე შრომითი ბინადრობის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - დადგენილება

უცხოელებზე შრომითი ბინადრობის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა - დადგენილება

BM.GE10 ივლისი, 2026, 21:47|bm.ge

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა უცხოელებისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებსა და პირობებში.

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში 9 ივლისს მიღებული ცვლილებებით, დაზუსტდა, რომ თუ უცხოელი ახორციელებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, მან სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინოს ამ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ უცხოელს ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია სტანდარტული ცნობების წარდგენა, შესაძლებელია სხვა სანდო მტკიცებულების წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ დამსაქმებლის წლიური ბრუნვა აკმაყოფილებს მოთხოვნას. კერძოდ, ბრუნვის მინიმალური ზღვარი არის 50 000 ლარი თითო უცხოელზე – ჩვეულებრივი საწარმოსთვის; 35 000 ლარი თითო უცხოელზე – საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებისთვის.

კიდევ ერთი ცვლილებაა ახლად დაფუძნებული კომპანიებისთვის, რომ თუ კომპანია დაფუძნებულია არაუმეტეს 3 თვის წინ; ჰყავს არაუმეტეს 3 უცხოელი თანამშრომელი და ამ უცხოელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა პირველად, მაშინ ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა აღარ არის საჭირო. ამის ნაცვლად წარედგინება მხოლოდ კომპანიის ცნობა უცხოელი თანამშრომლების რაოდენობის შესახებ. თუმცა ასეთ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვა მხოლოდ 6 თვის ვადით გაიცემა.

გარკვეულ შემთხვევებში, შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ უცხოელს მოეთხოვება წარადგინოს ინფორმაცია საწარმოს ზომის კატეგორიის (ან საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის) შესახებ. ეს მონაცემები ეყრდნობა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის პორტალზე (reportal.ge) არსებულ გასაჯაროებულ ინფორმაციას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომლის შესყიდვაც სომეხ ბიზნესმენს, კარენ საფარიანს სურს

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომლის შესყიდვაც სომეხ ბიზნესმენს, კარენ საფარიანს სურს

BM.GE

არაბეთი პარიზში $7-მილიარდიანი Dragon Ball Z-ის თემატური პარკის აშენებას დააფინანსებს

არაბეთი პარიზში $7-მილიარდიანი Dragon Ball Z-ის თემატური პარკის აშენებას დააფინანსებს

BM.GE

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700 თავისუფალი ადგილი დარჩა, ეს პატარა რიცხვი არ არის - ექსპერტი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700 თავისუფალი ადგილი დარჩა, ეს პატარა რიცხვი არ არის - ექსპერტი

BM.GE