მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უზბეკეთის საინვესტიციო ფონდმა ლონდონის ბირჟაზე $604-მილიონიანი IPO განახორციელა
უზბეკეთის საინვესტიციო ფონდმა ლონდონის ბირჟაზე $604-მილიონიანი IPO განახორციელა

უზბეკეთის საინვესტიციო ფონდმა ლონდონის ბირჟაზე $604-მილიონიანი IPO განახორციელა

BM.GE14 მაისი, 2026, 01:39|bm.ge

უზბეკეთის ეროვნულმა საინვესტიციო ფონდმა ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე აქციების საჯარო განთავსების პროცესი წარმატებით დაასრულა. ეს არის ქვეყნის ისტორიაში პირველი საერთაშორისო დებიუტი კაპიტალის ბაზარზე, რომლის ფარგლებშიც ფონდმა $604 მილიონი მოიზიდა.

აღნიშნული ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟისთვის 2026 წლის ერთ-ერთი პირველი მსხვილი IPO-ა, რომელმაც უზბეკეთის სახელმწიფო ფონდის მთლიანი ღირებულება $1.95 მილიარდად განსაზღვრა.

როგორც ირკვევა, ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ფონდის 31%-იანი წილი გაყიდეს. ლონდონში ვაჭრობის გახსნისას ერთი აქციის ფასმა $26 შეადგინა, რაც სამინისტროს მიერ დადგენილ ფიქსირებულ ფასს $1-ით აღემატებოდა.

IPO-ს შედეგად, პროექტის მთავარი ინვესტორები ისეთი გლობალური ორგანიზაციები გახდნენ, როგორებიცაა: Blackrock, Franklin Resources, Red Wheel და Allan & Gill Gray Foundation. მათ ჯამში $300 მილიონის ღირებულების აქციები შეისყიდეს.

ცნობისთვის, ფონდი უზბეკეთის 13 სახელმწიფო კომპანიაში 25%-დან 40%-მდე წილებს ფლობს, რაც კომუნალურ და ტელეკომუნიკაციების სექტორებს მოიცავს. არსებული ინფორმაციით, ფონდის პორტფელში შემავალი უმსხვილესი აქტივი, Uzbekistan Airways-ი, უახლოეს წლებში საკუთარი IPO-ს განსახორციელებლად ემზადება. ამასთან, მიმდინარე წელს ლონდონში აქციების განთავსებას გეგმავს ქვეყნის ეროვნული სამთო-მეტალურგიული საწარმო Navoi Mining & Metallurgical Company.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული ნაბიჯი უზბეკეთის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია. ქვეყნის პრეზიდენტის გასული წლის განკარგულებით, საჯარო ბაზარზე გასასვლელად ემზადებიან სხვა სახელმწიფო კომპანიებიც, მათ შორის ელექტრონული კომერციის პლატფორმა Uzum-ი და ლოგისტიკური კომპანია Centrum-ი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენა "ბიოლზე" და ქორწილები, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო|თამაზ მჭედლიძე

BM.GE

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE